დანოს მთა
მთა საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, კახეთის მხარეში და ჩეჩნეთში
დანოს მთა — მთა საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის გვერდით პირიქით ქედზე, საქართველოსა და რუსეთის (ჩეჩნეთის) საზღვარზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 4174 მ.
დანოს მთა | |
---|---|
დანოს მთა | |
კოორდინატები: 42°30′16″ ჩ. გ. 45°41′14″ ა. გ. / 42.50444° ჩ. გ. 45.68722° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | კახეთის მხარე ჩეჩნეთი |
სიმაღლე | 4174 მ |
ქედი | პირიქითი ქედი |
ლანდშაფტი | ნივალური |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი |
დანოს მთა აგებულია იურული თიხაფიქლებით. დანოსმთის სამხრეთ კალთაზე სუბალპური და ალპური მდელოებია, ზემოთ — ნივალური ლანდშაფტი. დანოს მთა ასვლის სირთულის მე-3 კატეგორიას მიეკუთვნება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 314.