დანიელ როუზ რასელი
დანიელ როუზ რასელი (დ. 31 ოქტომბერი, 1999) — ამერიკელი მსახიობი და მოდელი.
ბიოგრაფია
რედაქტირებადანიელ როუზი არის მსახიობი, რომელიც ყველაზე უკეთ ცნობილია მის მიერ განხორციელებულ დამხმარე როლებზე სხვადასხვა ამერიკულ ფილმებსა და სერიალებში. ჯერ კიდევ 10 წლის ასაკში მან დაიწყო მოდელირება, რაც სწორედ დედამისის მეგობრის წახალისება იყო. აღსანიშნავია, რომ მისი დებიუტი ჰოლივუდში 2014 წელს შედგა, ფილმში „A Walk among the Tombstones“, როდესაც იგი მოზარდი იყო. დანიელი რამდენიმე ბეჭდურ რეკლამასა და ადგილობრივ სარეკლამო რგოლში გამოჩენის შემდეგ, რაც მსახიობმა რეგიონალურ თეატრში ემოციურად ითამაშა როლი, სწორედ ამ ყველაფრის შემდგომ მას ხელი შეუწყო პირველივე ფილმში მიეღო რუსი ნარკომანის ქალიშვილის როლი.
სულ მალე მსახიობობა გახდა მისი მთავარი პროფესია. ეს იყო მისი პირველი ფილმის წარმატება ლიამ ნეისონთან და დენ სტივენსთან, რამაც მასხელი შეუწყო მეორე ფილმის „Aloha“-ს მოსაპოვებლად ბრედლი კუპერთან და ემა სტოუნთან ერთად მთავარ როლებში 2015 წელს. მსახიობი დაიბადა ჰელოუინის დღესასწაულზე (31 ოქტომბერი) 1999 წელს, ნიუ ჯერსიში, პიკანოკში. იგი თავდაპირველად „Holy Spirit School’ initially“ სწავლობდა. მას საბავშვო ბაღის დღეებიდან მსახიობობის სურვილი ჰქონდა. იგი სკოლაში რამდენიმე სპექტაკლში მსახიობობდა. ამასთან, მან მსახიობობისადმი ნამდვილი სიყვარული აღმოაჩინა რეგიონულ თეატრში მისი შესრულების შემდეგ. ამის შემდეგ, იგი სერიოზულად მოჰყვა მსახიობობას და გადაწყვიტა, კარიერა გაეგრძელებინა გასართობ ინდუსტრიაში. დედა დანიელი, რადო, სულიწმიდის სკოლის საშემსრულებლო ხელოვნების პროგრამის ქორეოგრაფი, მოუწოდებდა მას ოცნების შესრულებაში.
2016 წელს, იგი გამოჩნდა ფილმში „Pandemic“ (როგორც „Megan“) და კრიტიკოსების მიერ აღიარებული ამერიკულ სერიალში „The Last Tycoon“ (როგორც „Darla Miner“). ის სერიალის პირველ სეზონში ზუსტად ექვს ეპიზოდში გამოჩნდა.
2017 წელს კვლავ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ფილმში სასწაული. ეს ფილმი იყო განსაკუთრებულად კრიტიკოსების მიერ აღიარებული ამერიკული კომედია-დრამატული ფილმი.
2018 წელს მსახიობმა ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა ამერიკული სერიალში „ორიგინალები“, ამ ფილმის მეხუთე და ფინალურ სეზონში. სერიალში იგი გამოვიდა „Hope Mikaelson“ როლით. როუზი ასევე გამოჩნდა ფილმში „Measure of a Man“, როგორც „Joanie Williams“. უფრო მეტიც, 2018 წელს რასელმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სერიალში „მემკვიდრეობა“, რომელიც წარმოადგენს „ორიგინალების“ სპინ-ოფს.
დანიელი მსახიობობასთან ერთად დაკავებულია მოდელობითაც და არის საკმაოდ წარმატებული მოდელი, აქტიურად არის ჩართული სარეკლამო რგოლებშიც.