დანიელ რიკიარდო
დანიელ ჯოზეფ რიკიარდო (დ. 1 ივლისი 1989) — ავსტრალიელი და იტალიელი მრბოლელი[1], რომელიც ამჟამად ასპარეზობს ფორმულა ერთში „RB ფორმულა ერთი“ გუნდისთვის, ავსტრალიის დროშის ქვეშ. მან მოიპოვა ფორმულა ერთში გრან-პრის რვა გამარჯვება და მიაღწია 32 პოდიუმს.
რიკიარდო, 2017 წელი | |
დაიბადა |
1 ივლისი, 1989 პერტი, დასავლეთ ავსტრალია, ავსტრალია |
---|---|
ეროვნება | ავსტრალიელი |
მოგება | 8 |
კვარცხლბეკი | 32 |
ქულები | 1317 |
პოულ პოზიცია | 3 |
უსწრაფესი წრე | 16 |
პირველი რბოლა | ბრიტანეთის გრან პრი 2011 |
პირველი მოგება | კანადის გრან პრი 2014 |
ბოლო მოგება | იტალიის გრან პრი 2021 |
ბოლო რბოლა | იაპონიის გრან პრი 2024 |
რიკიარდომ თავისი დებიუტი შეასრულა 2011 წელს ბრიტანეთის გრან პრიზე HRT გუნდთან ერთად, როგორც Red Bull Racing-თან გარიგების ნაწილი, რომლისთვისაც ის ტესტირებას ატარებდა. 2014 წელს რიკიარდო დაწინაურდა რედ ბულში, როგორც პენსიაზე გასული მარკ ვებერის შემცვლელი სებასტიან ფეტელთან ერთად. თავის პირველ სეზონში რიკიარდომ ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა ფორმულა 1-ის პირველი სამი მოგებით, კანადაში, უნგრეთსა და ბელგიაში.
2024 წლის სეზონში რიკიარდო რბოლაში მონაწილეობს AlphaTauri-ს გუნდთან ერთად, რომელსაც ეწოდა RB ფორმულა ერთის გუნდი 2024 წლის სეზონისთვის.[2] მისი მეწყვილეა იუკი ცუნოდა.[3]