დანიელა სილივაში
დანიელა ვიორიკა სილივაშ-ჰარპერი (დ. 9 მაისი, 1972), ასევე ცნობილი, როგორც დანიელა სილივაში — ყოფილი რუმინელი სპორტული ტანმოვარჯიშე. ყველაზე მეტად ცნობილია 1988 წლის სეულის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული 6 მედლით (სამი ოქრო, ორი ვერცხლი, ერთი ბრინჯაო). რუმინეთის უფროსთა ეროვნულ ნაკრებში ყოფნის 5 წლის განმავლობაში სილივაშმა მსოფლიო ჩემპიონატის ექვსი ინდივიდუალური ტიტული მოიპოვა და 1987 წლის ევროპის ჩემპიონატზეც პირველი ადგილი აიღო „all-around“ ღონისძიებაში. ის ერთადერთი ტანმოვარჯიშე იყო როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა შორის, რომელმაც 1988 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ყველა ინდივიდუალურ ღონისძიებაში საპრიზო ადგილზე გავიდა. ამ ოლიმპიადაზე დანიელამ 7 სრულყოფილი 10 (perfect 10) ქულა დაიმსახურა. ცნობილია თავისი ტექნიკური უპირატესობით, ურთულესი მოძრაობებით, მომაჯადოებელი გამოსვლებითა და მხატვრული ორიგინალურობებით.[2]
დანიელა სილივაში | |
---|---|
დანიელა სილივაში | |
სრული სახელი | დანიელა ვიორიკა სილივაშ-ჰარპერი |
მეტსახელ (ებ) ი | დანა |
ქვეყანა (სპორტი) | რუმინეთი |
დაიბადა |
9 მაისი, 1972 დევა, რუმინეთი |
საცხოვრებელი ადგილი | მარიეტა, აშშ |
სიმაღლე | 1,45 მ. |
წონა | 38 კგ. |
დისციპლინა | ქალთა მხატვრული ტანვარჯიში |
დონე | უფროსთა შორის საერთაშორისო ელიტური |
ეროვნულ ნაკრებში | (1985-1989) (უფროსთა შორის) |
მწვრთნელ(ებ)ი | ადრეან გორა, მარია კოზმა, ოქტავიან ბელუ[1] |
ყოფილი მწვრთნელ(ებ)ი | ბელა კაროი, მართა კაროი |
მუსიკა |
1985–1986: "Turkey in the Straw"/"Cotton Eye Joe" 1987: "Ochi Chernye"/"Dark Eyes" 1988: "Macho Mozart" by the Latin Rascals 1989: "Ciuleandra" |
1989 წელს, მუხლის ტრავმისა და რუმინეთის რევოლუციის დროს დევას ეროვნული ცენტრის დახურვის გამო სილივაშის ვარჯიში შეფერხდა. ის გადადგა და 1991 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც დღემდე სპორტული ტანვარჯიშის მწვრთნელია. 2002 წელს ის ტანვარჯიშის საერთაშორისო დიდების დარბაზში შეიყვანეს.[3]
ადრეული წლები
რედაქტირებასილივაში 1972 წლის 9 მაისს ტრანსილვანიაში, დევაში დაიბადა. სპორტულ ტანვარჯიშში ვარჯიში 6 წლის ასაკში დაიწყო და თავდაპირველად, 6 თვის მანძილზე მას ბელა კაროი წვრთნიდა. 1980 წელს დანიელამ სკოლის ჩემპიონატი მოიგო. 1981 და 1982 წლებში რუმინეთის ეროვნული ჩემპიონი გახდა უმცროსთა შორის. 1984 წლამდე ის სხვა შეჯიბრებებშიც გამოდიოდა. განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებლები 1984 წლის უმცროსთა შორის ევროპის ჩემპიონატზე აჩვენა, სადაც მან „balance beam“ ღონისძიებაში ოქროს, ხოლო „uneven bars“ და „floor exercise“ ღონისძიებებში — ვერცხლის მედლები მოიპოვა, „all-around“ ღონისძიებაში კი მეოთხე ადგილზე გავიდა. 1984 წლის უმცროსთა შორის მეგობრობის ჩემპიონატზე მან „all-around“ და „uneven bars“ ღონისძიებებში ოქროს მედალი მოიპოვა, თანაც ისეთ მოწინააღმდეგეებს შორის, როგორებიც მომავალი ოლიმპიური და მსოფლიო მედალოსნები: სვეტლანა ბოგინსკაია, აურელია დობრე და დაგმარ კერსტენი იყვნენ.[4][5]
კარიერა
რედაქტირებაასაკის გაყალბება
რედაქტირება1985 წელს რუმენთის ტანვარჯიშის ფედერაციამ სილივაშის დაბადების წელი 1972 წლიდან 1970 წლად გადააკეთა, რათა დანიელას ასაკი მონრეალში ჩასატარებელი მსოფლიო ჩემპიონატისთვის შესაბამისი ყოფილიყო. სილივაშის ასაკში ზოგიერთმა მართლაც შეიტანა ეჭვი, მაგრამ 2002 წლამდე არ დამტკიცებულა, სანამ თვითონ დანიელამ არ განაცხადა ამის შესახებ. დანიელას თქმით, მისთვის აზრი არავის უკითხავს, უბრალოდ, ერთ-ერთმა მოხელემ პასპორტი გადასცა, მის დაბადების თარიღზე მიუთითა და უთხრა, რომ დღეიდან 13-ის კი არა, 15 წლის „უნდა ყოფილიყო“.[6][7][8][9]
1985-1987
რედაქტირებამიუხედავად იმისა, რომ დანიელა სულ რაღაც 13 წლისა იყო, 1985 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მან „სრულყოფილი 10“ ქულა შეფასება მიიღო, „balance beam“ ღონისძიებაში გაიმარჯვა და ოლიმპიური ჩემპიონი, მისი თანაგუნდელი, ეკატერინა საბო დაამარცხა. 1986 წლის პეკინის მსოფლიო თასის ფინალზე „all-around“ ღონისძიებაში დანიელას მხოლოდ ელენა შუშუნოვნამ, მსოფლიო თანაჩემპიონმა აჯობა. სილივაშმა „balance beam“ ღონისძიებაშიც ვერცხლის, ხოლო „uneven bars“ ღონისძიებაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და რუმინეთის ტანმოვარჯიშეთა ნაკრებში მალევე მოწინავე პოზიცია დაიკავა.[8][10]
ცხოვრება ტანვარჯიშის შემდეგ
რედაქტირებასილივაში ტანვარჯიშიდან 1991 წელს გადადგა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც ატლანტაში დასახლდა.[9][11] 2002 წელს ის ტანვარჯიშის საერთაშორისო დიდების დარბაზში შეიყვანეს. დღემდე ის ყველაზე ახალგაზრდა ტანმოვარჯიშეა, რომელსაც ეს პატივი ერგო წილად.[12]
დანიელა სენდი სპრინგსში სპორტული ტანვარჯიშის მწვრთნელად მუშაობს. 2003 წლის მაისში ის სკოტ ჰარპერზე დაქორწინდა. მათ სამი შვილი: ორი ვაჟი, ჯადან სკოტი (დ. 8 აპრილი, 2004) და რაიალ ბრიუს ჰარპერი (დ. ოქტომბერი, 2009) და ერთი ქალიშვილი, ავა ლუჩიანა (დ. 8 ნოემბერი, 2005). ისინი მარიეტაში ცხოვრობენ.[4][9][13]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- List of competitive results at Gymn Forum
- Silivaș(Floor Exercise skills) დაარქივებული 2018-08-22 საიტზე Wayback Machine.
- Ultima mare reprezentaţie a Danielei Silivaş, 3 noiembrie 2009, Marius Mihalcea, Jurnalul Național
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Daniela Viorica Silivas. რუმინეთის ოლიმპიური კომიტეტი
- ↑ Daniela Silivas, Class of 2002, International Gymnastics Hall of Fame. youtube.com
- ↑ International Gymnastics Hall of Fame Daniela Silivas – Romania დაარქივებული May 4, 2007, საიტზე Wayback Machine.
- ↑ 4.0 4.1 Whatever happened to Daniela Silivas?. Gymnastics Greats (2001–2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — October 30, 2010. ციტირების თარიღი: February 27, 2010.
- ↑ Results from 198 Druzhba competition. Gymn-Forum. ციტირების თარიღი: December 26, 2007.
- ↑ Daniela Silivas discusses her age. ProSport (June 30, 2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — April 30, 2008. ციტირების თარიღი: December 26, 2007.
- ↑ Romanian gymnasts lied about age. CNN/Sports Illustrated (April 18, 2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — October 11, 2002. ციტირების თარიღი: December 26, 2007.
- ↑ 8.0 8.1 Profile at the International Gymnastics Hall of Fame. International Gymnastics Hall of Fame. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 30, 2007. ციტირების თარიღი: December 26, 2007.
- ↑ 9.0 9.1 9.2 Daniela Silivaș დაარქივებული 2012-12-07 საიტზე Wayback Machine. . sports-reference.com
- ↑ List of competitive results. Gymn-Forum. ციტირების თარიღი: December 26, 2007.
- ↑ Daniela Silivaș, 10 years later. Gazeta Sporturilor (2001). დაარქივებულია ორიგინალიდან — August 8, 2009. ციტირების თარიღი: December 26, 2007.
- ↑ Hall of Fame celebration continues. International Gymnast (June 2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — July 21, 2002. ციტირების თარიღი: December 26, 2007.
- ↑ Daniela Silivas. International Gymnast (2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — May 8, 2004. ციტირების თარიღი: December 26, 2007.