დამპალა (კახეთი)
დამპალა — ისტორიული პუნქტი კახეთის სამეფოში.
ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით: „იორის პირს ყოფილა სასახლე, დამპალას, აწინდელთა კახთა მეპატრონეთა, საზამთროდ ნადირობისათჳს, არჩილ ა̃ მეფისამდე, კეთილს ადგილს, შუენიერს, წყაროიანსა. ხოლო დამპალას აღმოსავლით-ჩრდილოთ არს, ჰერეთის მთის ძირს, მანავი“. ვახუშტის დამპალა კახეთის სოფლების სიაში, როგორც დასახლებული პუნქტი, შეტანილი არ აქვს. ლოკალიზდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობის ზუსტი განსაზღვრა არ ხერხდება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ცინცაძე ზ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
- დამპალა // „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – გვ. 174.