დალი დანელია
დალი დანელია (დ. 4 ნოემბერი, 1931, თბილისი, საქართველო) — ქართველი მეცნიერი და ფილოსოფოსი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი.
დალი დანელია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 4 ნოემბერი, 1931 |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველო |
მოქალაქეობა | საქართველო |
საქმიანობა | მეცნიერი და ფილოსოფოსი |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი |
სამეცნიერო წოდება | ქართველი მეცნიერი, ფილოსოფოსი და პროფესორი. |
ჯილდოები | აშშ-ის ბიოგრაფიული კვლევის ინსტიტუტი, წლის საუკეთესო ქალი - 2002 |
ბიოგრაფია
რედაქტირებადალი დანელია დაიბადა 1931 წელს, ქალაქ თბილისში. აღმსარებლობით მართლმადიდებელი. ოჯახში პატარაობიდანვე უნერგავდნენ ღვთისადმი სიყვარულს, მიუხედავად „ურწმუნო ეპოქაში“ ცხოვრებისა. დედის მხრიდან ბაბუა და დიდი ბაბუა, მამის მხრიდან დიდი ბაბუაც სამღვდელოების წევრები იყვნენ, შესაბამისად სახლში ბაბუის უზარმაზარი ბიბლიოთეკა ინახებოდა, რომელიც სავსე იყო რელიგიური წიგნებით: ბიბლიითა და ჟურნალი „მწყემსის“ ნომრებით. ოქროს მედლით წარჩინებული ამთავრებს ქ. თბილისის 51-ე სკოლას.
1954 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი და სწავლა განაგრძო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურაში ფილოსოფიის ისტორიის მიმართულებით.
1959 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „ლუდვიგ ფიოერბახის ფილოსოფია“[1], ხოლო 1999 წლისთვის სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ირაციონალური ფილოსოფია და მოდერნიზმი“[2]. გარდა ამისა ბოლო წლებში დალი დანელიას ინტერესის სფეროს წარმოადგენდა რელიგიის ფილოსოფია: „გონების რელიგია“ ლაბცინის, იმანუელ კანტის, გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელის, შლაიერმარხისა და ბერდიაევის რელიგიის ფილოსოფია.
1957 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში ფილოსოფიის ისტორიის განყოფილებაში. 1999-2006 წლებში კი ფილოსოფიის ისტორიის განყოფილების გამგე სავლე წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის საზღვარგარეთის განყოფილებაში. 2006-2011 წლებში ამავე განყოფილებაში აქვს უფროსი მეცნიერი თანამშრომლის სტატუსი.
დალი დანელია მრავალი წლის განმავლობაში კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა მიმართულებით ივანე ჯავახიშვილის თბ ილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ლექციებს კითხულობდა როგორც ფილოსოფიის, გეოგრაფია - გეოლოგიის, პოლიტოლოგიისა და სოციოლოგის ფაკულტეტებზე. გარდა ამისა სოციოლოგიისა და ადამიანთამცოდნეობის ინსტიტუტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე.
დალი დანელიას გამოქვეყნებული აქვს უამრავი პუბლიკაციები თავისი მოღვაწეობის განმავლობაში, რის გამოც 2002 წელს აშშ-ის ბიოგრაფიული კვლევების ინსტიტუტის მიერ დასახელდა წლის საუკეთესო ქალად.
აღიარება
რედაქტირება- აშშ-ის ბიოგრაფიული კვლევის ინსტიტუტი, წლის საუკეთესო ქალი - 2002
მეცნიერული პუბლიკაციები
რედაქტირება- „ლუდვიგ ფოიერბახის ფილოსოფია“, თბილსი, მეცნიერება, 1967
- „XVII საუკუნის რაციონალიზმი“, თბილისი, მეცნიერება, 1968
- „ირაციონალისტური ნაკადი თანამედროვე ბურჟუაზიულ კულტურაში“, თბილისი, მეცნიერება, 1974
- „ირაციონალისტური ფილოსოფია და მოდერნიზმი“, თბილისი, მეცნიერება, 1993
- „სპინოზას შემეცნების თეორიის ზოგიერთი საკითხი“ (მაცნე, #2, 1965
- „გონების რელიგიის შესახებ“ (მაცნე, #3, 1968)
- „ყოფიერების ირაციონალობის საკითხისათვის ირაციონალიზმში“ (მაცნე, #2, 1973)
- „ირაციონლურის ცნების საკითხისათვის“ (კრებული „განწირულობის ფილოსოფია“, თბილისი, მეცნიერება, 1979)
- „რელიგიის პრობლრმა ა. შოპენჰაუერის ფილოსოფიაში“, კრებული ,,ათეიზმის ფილოსოფიური პრობლემები”, თბილისი, მეცნიერება, 1989)
- „ლაიბნიცი“ (პოლიტიკა, #9-10, 1991)
- ,,ფრ. შლაიერმახერი რელიგიის ფილოსოფიის შესახებ” (რელიგია, #3-4, 1999)
- „სერგი დანელია“ (მაცნე, #1-2, 1999)
- „რელიგიის ფილოსოფია როგორც ფილოსოფიური მეცნიერება“ (მაცნე, #1-2, 2001)
- „რელიგიის ფილოსოფიის პრობლემების კვლევა“ (თანაავტორი მ. მახარაძე, „ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორია“, ტ.IV, თბილისი, ელფი, 2003)
- „XVII საუკუნის კლასიკური რაციონალიზმის ძირითადი ნიშნები“ (მეცნე, #1-2, 2004
- „ნ. ბერდიაევი რელიგიის ფილოსოფიის შესახებ“ (რელიგია, #10-11-12, 2004)
- „კანტის რელიგიის ფილოსოფიის გაგებისათვის“ (რელიგია, #1, 2008)
- „თამაზ ბუაჩიძე აპოლონურის და დიონისურის ნიცშესეული კონცეფციის შესახებ“ (კრებული „ნიცშე საქართველოში“, თბილისი, 2008). გამოყენებულია: ნ. თომაშვილი „ფილოსოფოსი დალი დანელია“, თბილისი, 2009.
ლიტერატურა
რედაქტირება- ფილოსოფოსი დალი დანელია, თბ. : ზანი, 2009. - 48გვ. ISBN 978-9941-9039-5-3