დალი ბაქრაძე
დალი ბაქრაძე (დ. 28 ნოემბერი, 1935, თბილისი) — ქართველი გეოგრაფი, ინჟინერი, კლიმატოლოგი, მეცნიერი.
1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-კლიმატოლოგის სპეციალობით.
1959 წლიდან მუშაობს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, თავდაპირველად ლაბორანტის, შემდეგ, 1962 წლიდან უმცროს მეცნიერ თანამშრომლად. არის პირველი კატეგორიის ინჟინერი. მისი კვლევის სფერო კლიმატის აქტუალური საკითხების შესწავლაა. კერძოდ, შრომებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია კლიმატის ცვლილებებზე - გლობალური დათბობა ზოგადად და რეგიონის პირობებში. გამოქვეყნებული აქვს 10-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, გარდა ამისა მონაწილეობდა სხვადასხვა მასშტაბისა და რეგიონების რუკების შედგენაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი თბ., 2003 გვ.37