დაკარგული ქალაქი (ფილმი)
დაკარგული ქალაქი (ინგლ. The Lost City) — ენდი გარსიას ფილმი, რომელშიც მონაწილეობენ: დასტინ ჰოფმანი, ბილ მარი, ენდი გარსია და სხვები.
„დაკარგული ქალაქი“ | |
---|---|
ფილმის პოსტერი | |
რეჟისორი | ენდი გარსია |
პროდიუსერი |
ენდი გარსია ტომ გოურსი |
სცენარის ავტორი | გ. კაბრერა ინფანტი |
როლებში |
ენდი გარსია დასტინ ჰოფმანი ბილ მარი ინეს სასტრი ტომას მილიანი |
სტუდია | Lions Gate Films |
გამოსვლის თარიღი | 28 აპრილი, 2006 (აშშ) |
ხანგრძლივობა | 143 წთ |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | $9,600,000 |
საიტი | http://www.thelostcitythemovie.com/ |
სიუჟეტი
რედაქტირებაყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
ფილმის მოქმედება, ჰავანაში, 1958 წელს ხდება. ზოგისთვის ეს მშვენიერი ქალაქი - შესანიშნავი გასართობი ადგილია, ზოგისთვის კი ბატისტას დიქტატორული რეჟიმის ბუდე... რევოლუციური ძალები, ფიდელ კასტროსა და ერნესტო ჩე გევარას მეთაურობით ჰავანის ასაღებად ემზადებიან... აპოლიტიკურად განწყობილი ფიკო - ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე მოდური ღამის მუსიკალური კლუბის მფლობელი, ცდილობს შეინარჩუნოს ოჯახიც და საყვარელი ქალი ავრორაც... ამერიკელი ემიგრანტი მწერალი კი, თვალს ადევნებს, თუ როგორ ცვლის რევოლუცია გარშემო ყველაფერს, მათ შორის კულტურასაც და ხალხსაც... ფიკოს კი კუბური მუსიკის სიყვარული ეხმარება...