დათუნა ქვარიანი
ქართველი პოეტი
დათუნა ქვარიანი — XVII საუკუნის ქართველი პოეტი. მოხსენიებული ჰყავს არჩილ II-ს „თეიმურაზისა და რუსთველის გაბაასებაში“. ჩვენამდე მოღწეულია ქვარიანის ერთი თხზულება — გალექსილი „წამება წმიდისა მთავარ მოწამისა გიორგისი“, რომელსაც საფუძვლად უდევს ამავე სათაურის ქართული პროზაული ძეგლი. თძზულება დაწერილია 16-მარცვლიანი შაირით, მასში უხვად არის გამოყენებული რუსთველური სიტყვა-თქმანი. ტექსტი გამოუცემელია.
დათუნა ქვარიანი | |
---|---|
საქმიანობა | პოეტი |
პერიოდი | XVII საუკუნე |
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩიქოვანი მ., უცნობი პოეტი დათუნა ქვარიანი, მის წგნ.: ბერძნული და ქართული მითოლოგიის საკითხები, თბ., 1971;
- ლოლაშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 507.