დათო პაპუაშვილი

ქართველი მსახიობი

დათო პაპუაშვილი (დ. 15 სექტემბერი, 1942, თბილისი — გ. 4 სექტემბერი, 2023) — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი (1981).

დათო პაპუაშვილი
დაბადების თარიღი 15 სექტემბერი, 1942
გარდაცვალების თარიღი 4 სექტემბერი, 2023 (80 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

1963 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: კოტე (რ. სტურუას, გ. ქავთარაძის „ბრალდება“), გურამ შელია (კ. ბუაჩიძის „ეზოში ავი ძაღლია“), ჭეიშვილი („საბრალდებო დასკვნა“), ტიტე ნატუტარი („ყვარყვარე“), ჯამბაზი ალე ჰოპი (ა. სულაკაურის „სალამურა“), სამსონი (გ. სუნდუკიანის „პეპო“), მთქმელი (თ. ჭილაძის „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“), ფაინშტეინი (ა. ჩხაიძის „სამიდან ექვსამდე“), შალვა („კავკასიური ცარცის წრე“), კეიტსბი („რიჩარდ III“), ოსვალდი („მეფე ლირი“), მეორე ღმერთი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), რაიბულ, ჰიდირ („ლამარა“), ბატონი დევი („მერე რა რომ სველია სველი იასამანი“), ვასიკო („ნახვის დღე“), მეცხრე მსაჯული („თორმეტი განრისხებული მამაკაცი“), სილიბისტრო (მ. ჯავახიშვილის „კვაჭი კვაჭანტირაძე“) და სხვა.

გადაღებულია ფილმებში: „გია მიდის ყამირზე“ (1963), „საერთო კედელი“ (1972), „წკიპურტები“ (თანამშრომელი, ქურდი, 1973), „თვალი პატიოსანი“ (1976), „მონანიება“ (1984) და სხვ.

2014 წელს დავით პაპუაშვილმა გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი „ჩემი რუსთაველის თეატრი“.[1]

ჯილდოები

რედაქტირება
  • 1996 — აფხაზეთის დამსახურებული არტისტი
  • 1981 — საქართველოს დამსახურებული არტისტი

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ჩემი რუსთაველის თეატრი : მოგონებები (ავტორი), თბ., კენტავრი, 2013, გვ 232 - ISBN: 978-9941-9331-9-6

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო თბ., 1992 გვ. 106-107;

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება