დათა გულუა

ქართველი პოეტი და ოქროს მედალ „სიტყვიერების დიდოსტატის“ მფლობელი

დათა გულუა (დ. 21 დეკემბერი, 1984, თბილისი, საქართველო — გ. 27 ოქტომბერი, 2003, თბილისი, საქართველო) — ქართველი პოეტი და ოქროს მედალ „სიტყვიერების დიდოსტატის“ მფლობელი. მისი შემოქმედება უფრო ფართო მასებისათვის ცნობილი გახდა მისი გარდაცვალების შემდეგ. მოგვიანებით მის პატივსაცემად სახელი ეწოდა ქალაქ თბილისის ერთ-ერთ ქუჩას.

დათა გულუა
დაბადების თარიღი 21 დეკემბერი, 1984
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველო
გარდაცვალების თარიღი 27 ოქტომბერი, 2003 (18 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველო
დასაფლავებულია ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ეკლესია
საქმიანობა პოეტი
ენა ქართული
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა  საქართველო
ნათესავ(ებ)ი ბაკურ გულუა (მამა)

ბიოგრაფია და შემოქმედება

რედაქტირება

დათა გულუა 1984 წლის 21 დეკემბერს დაიბადა თბილისში, ბაკურ გულუასა (ქართველი პოლიტიკოსი)  და ნანა გეთიას (ექიმი) ოჯახში. ბავშვობის პირველი სამი წელი, მან გაატარა ქალაქ ფოთში, შემდეგ კი თბილისში გადმოვიდა მშობლებთან ერთად[1].

2002 წელს დაამთავრა თბილისის I კლასიკური გიმნაზია და წარმატებით ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე[1]. 18 წლის ასაკში 2003 წლის 27 ოქტომბერს გარდაიცვალა ავტოკატასტროფაში. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დათა გულუა ნარიყალაზე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის ეზოშია დაკრძალული[1].

გარდაცვალების შემდეგ აღმოჩენილი ორასამდე ხელნაწერი ლექსის საფუძველზე  გამოიცა მისი კრებულები „დავბრუნდი თქვენთან“ - 2004 წელს (პაატა ნაცვლიშვილის გამომცემლობა),  "მე მაინც მიყვარს ის საწაული, თეთრი კვიცივით უცებ რომ გარბის"... - 2009 წელს (გამომცემლობა „პეტიტი“) ,

ახალგაზრდა პოეტის შემოქმედება ითარგმნა დანიაში, შვედეთში, ესტონეთში, ბულგარეთსა და რუსეთში.

2009 წლის აგვისტოში მწერალთა და მთარგმნელთა საერთაშორისო ფესტივალზე დათა გულუას მიენიჭა ოქროს მედალი, ნომინაციაში „სიტყვიერების დიდოსტატი“ (“Мастер Словестности”), მაღალი პროფესიონალიზმის, ლიტერატურისა და ნაციონალური კულტურის განვითარებისა და წინსვლის საქმეში შეტანილი წვლილისათვის. მწერალთა კავშირის გადაწყვეტილებით, დათა გულუას ლექსები შეტანილია “ქართული პოეზიის ანთოლოგიაში“.

2015 წლის 27 ოქტომბერს ნარიყალაზე მიმავალ ქუჩას „დათა გულუას აღმართი“ ეწოდა.

2009 წელს მიენიჭა მწერალთა და მთარგმნელთა საერთაშორისო ფესტივალი ოქროს მედალი „სიტყვიერების დიდოსტატი“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 დათო გულუა - საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი