დავით ხახალეიშვილი

ქართველი ძიუდოისტი

დავით ხახალეიშვილი (დ. 28 თებერვალი, 1971, ქუთაისი — გ. 11 იანვარი, 2021[1]) — ქართველი ძიუდოისტი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1992). ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი.

დავით ხახალეიშვილი
პირადი ინფორმაცია
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 28 თებერვალი, 1971
დაბ. ადგილი ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 11 იანვარი, 2021 (49 წლის)
სპორტი
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
სპორტი ძიუდო
ჯილდოები ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი საქართველოს ღირსების ორდენი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
მედლები
ძიუდო
ოლიმპიური თამაშები
ოქრო ბარსელონა 1992 +95 კგ.
მსოფლიო ჩემპიონატი
ვერცხლი ბარსელონა 1991 აბსოლუტური
ვერცხლი ჰამილტონი 1993 +95 კგ.
ბრინჯაო ჰამილტონი 1993 აბსოლუტური
ბრინჯაო ტიბა 1995 +95 კგ.
ევროპის ჩემპიონატი
ბრინჯაო ფრანკფურტი 1990 აბსოლუტური
ოქრო ათენი 1993 +95 კგ.
ოქრო ათენი 1993 აბსოლუტური
ოქრო ჰააგა 1996 +95 კგ.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დავით ხახალეიშვილი 1992 წლის ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია. ასევე მსოფლიოს 2-გზის ვერცხლის (1991, 1993) და 2-გზის ბრინჯაოს (1993, 1995) პრიზიორი. ევროპის ჩემპიონი (1993, 1996) და ბრინჯაოს პრიზიორი. სსრკ ხალხთა X სპარტაკიადის (1991), საბჭოთა კავშირისა (1991) და დსთ-ის ჩემპიონი (1992) ძიუდოში. მონაწილეობდა 1996 წლის ატლანტის ოლიმპიურ თამაშებშიც, თუმცა აწონაზე დააგვიანა და ტურნირიდან მოიხსნა.

1995, 1996 და 2003 წლებში სამჯერ იასპარეზა იაპონიაში, შერეული ორთაბრძოლების ტურნირში. ჰერმან რენტინგთან დებიუტი გამარჯვებით დაასრულა, თუმცა მომდევნო ორი დაპირისპირება იოშიჰისა იამამოტოსთან და იოშიჰირო ნაკაოსთან წააგო.

1996 წელს ატლანტის ოლიმპიადის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ აწონვაზე დაიგვიანა და ტურნირიდან მოხსნეს. 2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ოთარ მაღლაკელიძის წიგნი „დავით ხახალეიშვილი“. ძიუდოისტია მისი ვაჟი როსტომიც, რომელმაც ასაკობრივ საერთაშორისო ტურნირებზე რამდენიმე მედალი მოიპოვა.

მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი 2018 წელს, ასევე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი 2003 წელს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ლიპარიშვილი, ანა (2021-01-11). „ქართული ძიუდოს ლეგენდა დავით ხახალეიშვილი გარდაიცვალა“. newpress.ge. ციტირების თარიღი: 11 იანვარი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)