დავით შენგელია (გეოლოგი)

ქართველი გეოლოგი, მეცნიერი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

დავით მიხეილის-ძე შენგელია (დ. 4 მაისი, 1933, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი გეოლოგი. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1973), პროფესორი (1982) საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი (1996), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (2001), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (2013).

დავით შენგელია
დაბ. თარიღი 4 მაისი, 1933 (1933-05-04) (91 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა გეოლოგი და მეცნიერი
მუშაობის ადგილი ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები

ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის პრემია

ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის პრემია
სამეცნიერო სფერო გეოლოგია

ბიოგრაფია

რედაქტირება

1956 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტი სამთო ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით.

1956–1996 წწ. იყო ალექსანდრე ჯანელიძის სახეოლობის გეოლოგიის ინსტიტუტის; მეცნიერ თანამშრომელი, 1996 წლიდან ინსტიტუტის პეტროლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი; 1978–1998 წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მინერალოგიის, პეტროლოგიისა და გეოქიმიის კათედრის გამგე და პროფესორი 1998 წლიდან; 1996 წლიდან არის საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი; 1998 წლიდან ამავე აკადემიის გეოლოგიისა და სამთო საქმის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი.

1976-2006წწ. დავით შენგელია ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მინერალოგიის, პეტროლოგიისა და გეოქიმიის კათედრაზე, სადაც კითხულობდა ლექციების კურსს მაგმურ და მეტამორფულ პეტროლოგიაში. 1984-1986 წწ. კითხულობდა ლექციებს პეტროლოგიაში მიწვეული პროფესორის რანგში პრაღის კარლოვის უნივერსიტეტში. დავით შენგელია არის 200-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და 8 მონოგრაფიის ავტორი. მისი ძირითადი სამეცნიერო ინტერესებია — გრანიტწარმოშობის პრობლემა, პეტრო-მინერალოგიური კვლევა, გეოთერმობარომეტრია, იზოტოპური გეოქრონოლოგია, ტექტონიკის როლი რეგიონული მეტამორფიზმისა და მაგმური ქანების ფორმირების პროცესში.

ის გახლავთ ალექსანდრე ჯანელიძის (1992) და ალექსანდრე თვალჭრელიძის (2008) სახელობის პრემიების ლაურეატი. 2023 წელს გეოლოგიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისთვის დაჯილდოვებულია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელით (იუნესკოს მიერ დაწესებულ მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება