დავით ყიფშიძე (ფილოლოგი)
დავით ალექსის ძე ყიფშიძე (დ. 19 ოქტომბერი, 1890, სოფ. სკანდე, ახლანდელი თერჯოლის მუნიციპალიტეტი — გ. 16 მაისი, 1919, სოფ. სიმონეთი, ახლანდელი თერჯოლის მუნიციპალიტეტი) — ქართველი ფილოლოგი, ისტორიკოსი.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. აქ ის აქტიურად ჩაება უნივერსიტეტში არსებულ ქართველოლოგიური წრის მუშაობაში, რომელსაც ივანე ჯავახიშვილი ხელმძღვანელობდა.
1916 წელს დაამთავრა უნივერსიტეტის ქართულ-სომხური განყოფილება. სტუდენტობიდანვე ეწეოდა სამეცნიერო მუშაობას ნიკო მარის ხელმძღვანელობით. ისტორიული საკითხებით ახალგაზრდა მკვლევარის დაინტერესება იმით გამოიხატა, რომ გამოაქვეყნა მრავალი სტატია დიდ ენციკლოპედიაში, სწავლობდა კლდეში ნაკვეთ ქალაქებს — ვარძიასა და უფლისციხეს, აგრეთვე სომხეთის ძველ დედაქალაქ ანისს, ხელმძღვანელობდა არქეოლოგიურ გათხრებს ცაგერის რაიონის სოფელ მურში.
დავით ყიფშიძის შემოქმედებითი მემკვიდრეობიდან აღსანიშნავია ძველი ქართული მწერლობის ძეგლების „პროხორეს ცხოვრების“, „წმინდა ლუკასა და ნიკოლოზ დვალის მარტვილობის“, შესწავლა და გამოცემა, მასვე ეკუთვნის XVII საუკუნის ქართველ პოეტზე ფეშანგი ხითარაშვილზე (ფაშვიბერტყაძე) ფილოლოგიური გამოკვლევა. 1918 წელს იგი მიიწვიეს თბილისის უნივერსიტეტში, სადაც გარდაცვალებამდე კითხულობდა სომხური ენის კურსს.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 360, თბ., 1994