დავით სარაჯიშვილის ქუჩა

დავით სარაჯიშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მდებარეობს გლდანის რაიონში (ავჭალა): დავით გურამიშვილის გამზირიდან ლიბანის ქუჩამდე. ყოფილი ავჭალის გზატკეცილის ნაწილი. 1990 წელს დაერქვა დავით სარაჯიშვილის სახელი. ქუჩაზეა სააქციო საზოგადოებები: „დავით სარაჯიშვილი და ენისელი“ და „ბაგრატიონი 1882 წელს“; გამოდის მეტროს სადგური „დავით სარაჯიშვილი“ (ყოფილი თემქა).

დავით სარაჯიშვილის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი გლდანის რაიონი
უბანი ავჭალა

ლიტერატურა

რედაქტირება