დავით მეძმარიაშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მეძმარიაშვილი.

დავით ჯუმბერის ძე მეძმარიაშვილი (დ. 27 მარტი, 1956, თბილისი — გ. 30 აგვისტო, 1980, ცენტრალური პამირი) — ქართველი მთამსვლელი. ცნობილი მთამსვლელი ჯუმბერ მეძმარიაშვილის შვილი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

საშუალო სკოლის დამტავრების შემდეგ სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე გააგრძელა. პირველი ნაბიჯები ალპინიზმში, პირველი ლაშქრობები და ბოლოს — პამირი. ცენტრალურ პამირში ახალგაზრდა მთამსვლელებმა 6000 მეტრიანი უსახელო მწვერვალი დალაშქრეს. აღნიშნული ასვლა რამდენიმე ქართველი მთამსვლელისათვის ტრაგიკულად დამთავრდა: კომუნიზმის პიკიდან ტრანსპორტირებისას ჰიპოქსიით გარდაიცვალა პირველთანრინგოსანი ვახტანგ ფირცხალავა. „როსიის“ პიკიდან ჩამოსვლისას დაიღუპნენ დავით მეძმარიაშვილი, ზურაბ ათანაზევიჩი და გიორგი ნაიდენი. ამას დაემატა ჯგუფის ხელმძღვანელის ვიქტორ რიბინსკის დაკარგვაც რომელიც საერთოდ ვერ იპოვნეს.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 270, თბ., 1994