დავით თაბაგარი
დავით თაბაგარი (დ. 30 მაისი, 1996, ჭიათურა) — ქართველი ფოტოგრაფი, ფოტოხელოვანი.
დავით თაბაგარი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
30 მაისი, 1996 ჭიათურა |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
განათლება | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
პროფესია | ფოტოგრაფი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1996 წლის 30 მაისს, ქალაქ ჭიათურაში. ფოტოგრაფიის შესწავლა ადრეულ ასაკში, დამოუკიდებლად დაიწყო. სკოლის დასრულების შემდეგ, სწავლა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლის მიმართულებით განაგრძო. 2019 წლიდან მუშაობს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფოტოგრაფად. პარალელურად დაკავებულია თავისუფალი ფოტოგრაფიით.
თაბაგარის ფოტორეპორტაჟების თემატიკა ძირითადად სოციალურ საკითხებს, ურბანულ[1][2], სამხედრო[3] და ლანდშაფტის ფოტოგრაფიას მიეკუთვნება[4][5].
სხვადასხვა დროს მისი ფოტოები დაიბეჭდა ისეთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო გამოცემებში როგორებიცაა: Peta pixel, National Geographic, Europe Time, Radio Free Europe/Radio Liberty, Marketer, Georgian Journal- და სხვა.
არის სხვადასხვა პროექტის მონაწილე (მედია სწავლება „ღირსეული პასუხი 2017“, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო) და გამარჯვებული National Geographic Magazine საქართველოს ფოტოკონკურსისა „სიცოცხლე შენ გარშემო, 2018“[6]; National Geographic Magazine საქართველოს ფოტოკონკურსისა „თოვლიანი საქართველო, 2019“[7].
დავით თაბაგარი მიწვეული ლექტორია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA), სასერტიფიკატო პროგრამაზე „ფოტოგრაფიის საფუძვლები“.[8]
მის ფოტორეპორტაჟებში განსაკუთრებული ადგილი უკავია პროექტს „პარალელური თბილისი“[9].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- „მიტოვებული ადგილები საქართველოში“ – დავით თაბაგარის ფოტო გამოფენა
- საღამოს ტბა, nationalgeographic.ge
- თბილისის ორი დრო..., კვირის პალიტრა
- თავისუფლების 30 წელში შეცვლილი თბილისი - დავით თაბაგარის ემოციური ფოტოკოლაჟი, ambebi.ge
სქოლიო
რედაქტირება- ↑ თბილისის საბჭოთა მიწისქვეშეთირადიო თავისუფლება
- ↑ როგორი იყო საბჭოთა პერიოდის საპატიმრო თბილისის ცენტრში, ambebi.ge
- ↑ Tbilisi's Soviet Underworld, რადიო თავისუფლება
- ↑ ენგურჰესის უნიკალური კადრები, რომლის გადაღებაც ტექნიკური სამუშაოების დროს, მხოლოდ 15 წელში ერთხელაა შესაძლებელი, ambebi.ge
- ↑ Mount Kazbek photographed from Tbilisi by David Tabagari, Georgian Journal
- ↑ „აღმოაჩინე სიცოცხლე შენ გარშემო“
- ↑ თოვლიანი საქართველო
- ↑ ფოტოგრაფიის საფუძვლები, GIPA
- ↑ „თბილისის დროით“, პიკის საათი