დავით ვაჩნაძე (გენერალი)

დავით თამაზის ძე ვაჩნაძე (დ. 6 ნოემბერი, 1844, გურჯაანი, — გ. 1918[1]) — თავადი, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1901).

1866 წლიდან სამხედრო სამსახურში იყო კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარებში. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის (1877–78) ომში. შემდგომ წლებში იყო ტვერის დრაგუნთა 43-ე პოლკის მეთაურის მოადგილე. 1898 წელს მიიღო პოლკოვნიკის წოდება. 1901 წელს თადარიგში გავიდა გენერალ-მაიორის წოდების მინიჭებით, მუნდირითა და პენსიით. 1902 წლიდან მუშაობდა მომრიგებლად თბილისის გუბერნიის დუშეთის მაზრაში. დაჯილდოებულია წმ. სტანისლავის III (1875) და II (მახვილებით, 1878), წმ. ანას III (მახვილებითა და ბაბთით, 1877) და II (მახვილებით, 1879), წმ. ვლადიმერის IV (ბაბთით, 1884) ხარისხის ორდენებით, ასევე რუმინეთის რკინის ჯვრის ორდენით (1881).

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება