დავით მამიას ძე გურიელი (დ. 1818 — გ. 23 აგვისტო, 1839) — გურიის უკანასკნელი მთავარი (ფორმალურად, 1826-1829), მამია V გურიელისა და სოფიო წულუკიძის ვაჟი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

გურიის მთავრად მამამისის, მამია V გურიელის გარდაცვალების შემდეგ გამოცხადდა 1826 წელს. დავითის მცირეწლოვანების გამო სამთავროს რეგენტთა საბჭო მართავდა დედამისის, სოფიოს თავმჯდომარეობით. რუსეთ-ოსმალეთის ომის (1828-1829) დროს დედამ ოსმალეთის ტერიტორიაზე, ჯერ ქობულეთში, შემდეგ კი ტრაპიზონში გადაიყვანა. ამ პერიოდში რუსეთმა გურიის სამთავროს ავტონომია გააუქმა. 1829 წლის 9 სექტემბერს რუსეთის მთავრობამ დავითი გადაყენებულად გამოაცხადა, გურია კი იმპერიას უშუალოდ შეუერთა.

დავითს და მის დას, ეკატერინეს სამშობლოში დაბრუნების უფლება სოფიოს გარდაცვალების შემდეგ მისცეს, რადგან საზღვარგარეთ წასვლისას მცირეწლოვნები იყვნენ. დაბრუნების შემდეგ, 1832 წელს დავითი პეტერბურგში მიავლინეს პაჟთა კორპუსში სასწავლებლად. 1838 წელს კორნეტის ჩინით ჩაირიცხა ლაიბ-გვარდიის კაზაკთა პოლკში და გაიგზავნა კავკასიელ მთიელებთან ომში. 1839 წელს დაიღუპა შამილის ჯართან ბრძოლაში აულ ახულგოსთან.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • პაპავა თ., „დიდი სახეები პატარა ჩარჩოებში“, ტ. II, ბუენოს-აირესი, 1953. — გვ. 42-121.
  • Утверждение русского владычества на Кавказе: К столетию присоединения Грузии к России. 1801-1901; Том III: Часть 2: Время Алексея Петровича Ермолова 1816―1826 годы / Под руководством начальника штаба Кавказского военного округа генерал-лейтенанта Н.Н. Белявского; Под ред. генерал-майора Потто . - Тифлис: тип. Я.И. Либерман: 1904, — გვ. 537–538;
  • Утверждение русского владычества на Кавказе: К столетию присоединения Грузии к России. 1801-1901; Том IV: Часть 2: Время Паскевича. Турецкая война 1828—1829 годы / Под руководством начальника штаба Кавказского военного округа генерал-лейтенанта Н.Н. Белявского; Под ред. генерал-майора Потто . - Тифлис: тип. Я.И. Либерман: 1908, — გვ. 130–140;
  • Думин С. В., Чиковани Ю. К. Дворянские роды Российской империи. Том 4. Князья Царства Грузинского / Под ред. С. В. Думина. – М.: Линкоминвест, 1998. — გვ. 41.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება