დავით ვლადიმერის ძე გრძელიძე (დ. 30 სექტემბერი, 1921, თბილისი, — გ. 1 ოქტომბერი, 1992, იქვე) — ქართველი არქიტექტორი, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (1967).

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (1948), მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტის კვალიფიკაციის ამაღლების კურსები (1952). მუშაობდა „თბილქალაქპროექტში" (1956–1958), ტიპობრივი და ექსპერიმენტული დაპროექტების თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (1964–1991); ამავდროულად 1989 წლიდან იყო არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თეორიის ინსტიტუტის თბილისის ფილიალის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში; 1979 წლიდან ასწავლიდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. გრძელიძის მთავარია ნამუშევრებია: თბილისის საბურთალოს რაიონის დეტალური დაგეგმარების პროექტი (1958; ალექსანდრე ბაქრაძესთან , ი. და შოთა ყავლაშვილებთან ერთად); ტიპური სერია 5–9-სართულიანი მონოლითური რკინაბეტონის საცხოვრებელი სახლებისა (1977; ზაურ ბერუაშვილთან და გურამ ხიზანიშვილთან ერთად); გვინეის რესპუბლიკაში ქ. დებელეს დაგეგმარებისა და 173 განაშენიანების პროექტი (1978; გ. ბერიძესთან ერთად); თბილისში 16-სართულიანი მონოლითური რკინაბეტონის საცხოვრებელი სახლი (1987, მუხიანი) და სხვ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კინწურაშვილი ს., მაისურაძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.