დავით გოცაძე
დავით ტოგოს ძე გოცაძე (დ. 16 ოქტომბერი, 1953, ქუთაისი, — გ. 13 ნოემბერი, 2008, თბილისი) — ქართველი ექიმი, ონკოლოგ-ქირურგი; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1992), საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (2004).
დაამთავრა მოსკოვის პიროგოვის სახელობის II სამედიცინო ინსტიტუტი 1976 წელს. 1982–85 მუშაობდა რუსეთის საკავშირო ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის უროლოგიური განყოფილებაში, 1986 წლიდან საქართველოს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის უროლოგიურ განყოფილებაში უფროს მეცნიერ თანამშრომლად, შემდეგ — განყოფილების გამგედ. 2004 წლიდან იყო საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და უროლოგიური განყოფილების კონსულტანტი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ძირითადად ეხება ონკოუროლოგიის საკითხებს, მცირე მენჯის ონკოლოგიური დაავადებების დროს რადიკალურ და გაფართოებულ ქირურგიული ჩარევებს და შემდგომ აღდგენით-რეკონსტრუქციულ ოპერაციებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 128.