დავით გეგეშიძე
დავით გეგეშიძე (დ. 1 იანვარი, 1935, — გ. 2003) — ქართველი მეცნიერი, ფილოსოფოსი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1983), პროფესორი (1985).
დავით გეგეშიძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1 იანვარი, 1935 |
დაბ. ადგილი | ბაღდათი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდ. თარიღი | 2003 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი |
ჯილდოები | საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი (1982) |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1945 წლის 1 იანვარს, ქალაქ ბაღდათში.
1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფოსის ფაკულტეტი. 1985-1995 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ხოლო 1986 წლიდან ამავე უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის გამგე.
გამოცემული აქვს შრომები, რომლებიც ეხება თანამედროვეობასთან რელიგიური ურთიერთობის პრობლემებს, რელიგიური რწმენისა და მეცნიერული ცოდნის ურთიერთობის საკითხებს, რელიგიური სექტანტობის გენეზისს და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიას. მისი მონაწილეობით შედგენილია მეცნიერული ათეიზმის სახელმძღვანელოები და ლექსიკონები.
1995 წლიდან იყო საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრი. მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკის წოდება (1982)
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 572.