დავით ბოლნელი — ეპისკოპოსი, მოღვაწე ვახტანგ გორგასალის დროს რომლის სახელსაც უკავშირდება ბოლნისის სიონის კათედრალური ტაძრის მშენებლობა.

ბოლნისის წარწერები

რედაქტირება

დავით ბოლნელი დასახელებულია ბოლნისის სიონის ორ წარწერაში: საამშენებლოში და მის სახელზე შესრულებულ მემორიალურში.

  • სამშენებლო წარწერაში, სადაც მისი სახელი ეწერა, ქვის ფილა ჩამოშლილია, თუმცა, მკვლევართა ერთსულოვანი თვალსაზრისით, აქ მისი სახელი უნდა წავიკითხოთ. ეს წარწერა მოთავსებული იყო ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთ შესასვლელის არქიტრავზე, ხოლო ამჟამად გადატანილია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქვის ძეგლების ფონდში.
 
„[შეწევნითა წ΄დ] ისა სამებისაჲთა ოც

წლი(სა) პეროზ მეფი[სა ზეობასა დახი]

[დვა საფუფძველი] ამის ეკლესიაჲსაჲ

და ათხუთმეტ წლი[სა შემდგომად]

[განხეშორა ვი]ნ აქა შინა თაჳყანისხცეს

ღ΄ნ შეიწყალენ და ვინ ა[მის ეკლესიაჲსა]

[მაშჱნებელსა დ΄თ ე] პისკოპოსსა ხულოცოს იგიცა ღ΄ნ შეიწყალენ."“
 
მემორიალური წარწერა
  • მემეორიალური ტექსტი ტაძრის აღმოსავლეთი სარკმლის ზემოთ მდებარეობს. იგი მწვანე ფერის ბოლნურ ტუფზეა შესრულებული. დავით ეპისკოპოსის მემორიალური წარწერის ცენტრში, ორმაგ წრეში ჩასმული ე.წ. ბოლნური ჯვარია გამოსახული, ხოლო მის გარშემო 8 სტრიქონად განლაგებული წარწერის ტექსტი მთლიანად ავსებს ქვის ზედაპირს. იგი ასეთია:

ႵႤ ႣႧ ႤႮႨႱႩႭႮႭႱႨ ႩႰႤႡႭ ჃႪႨႧႭჃႰႧ ႣႠ ႠႫႠႱ ႤႩႪႤႱႨႠႱႠ ႸႨႬႠႸႤႬႣႠႫႨႫႠႰႧ ႧႠჃႷႠႬႨႱႫႺႤႫႤႪႬႨ ႸႤႨႼႷႠႪႤႬ ႣႠ ႫႸႰႭႫႤႪႧႠ ႠႫႠႱ ႤႩႪႤႱႨႠႱႠ ႸႨႬႠ ႸႤႾႤႼႨႤ ႨႨ.

 
„ქრისტე, დავით ეპისკოპოსი კრებულითურთ, და ამას ეკლესიასა შინა შენდა მიმართ თაყვანისმცემელნი შეიწყალენ, და მშრომელთა ამას ეკლესიასა შინა შეხეწიე; იყავნ, იყავნ.“

საამშენებლო წარწერის ნაკლულ ტექსტში დავით ეპისკოპოსის სახელს მკვლევარები შემდეგნაირად აღადგენენ: “...ვინ ამის ეკლესიაჲსა მაშენებელსა დავით ეპისკოპოსსა ხულოცოს, იგიცა ღმერთმან შეიწყალენ, ამენ”.

სამშენებლო წარწერის მიხედვით, ბოლნისის სიონის მშენებლობა დაუწყიათ სპარსეთის შაჰის პეროზის (459-484) მეფობის მე-20, ე.ი 479 წელს და 15 წლის შემდეგ ე.ი 493 წელს დაუსრულებიათ. ამის მიხედვით ცხადია, რომ ტაძრის ორივე წარწერა, რომელშიც დავით ეპისკოპოსი იხსენიება 493 წლით უნდა დათარიღდეს.

დავით ეპისკოპოსი სომხურ საისტორიო ძეგლში “ეპისტოლეთა წიგნშიცაა” მოხსენიებული. იგი, სხვა ქართველ და სომეხ მღვდელმთავრებთან ერთად, ხელს აწერს ამ კრების აქტებს. კრება, როგორც ცნობილია, 506 წელს გაიმართა დვინში. ივანე ჯავახიშვილმა ამ მონაცემებზე დაყრდნობით წარწერა 506 წლის ახლო დროით დაათარიღა ჯერ კიდევ საამშენებლო წარწერის და მისი მონაცემების აღმოჩენამდე.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვალერი სილოგავა, ბოლნისის უძველესი ქართული წარწერები თბ., 1994