დავით მათიკაშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან დავითი მათიკაშვილი)

დავითი მათიკაშვილი (დ. 14 აგვისტო, 1978) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი. საქართველოს 2 მოწვევის (2016, 2020) პარლამენტის წევრი.

დავით მათიკაშვილი
დაბადების თარიღი 14 აგვისტო, 1978 (1978-08-14) (46 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი
პარტია „ქართული ოცნება“
საქმიანობა საქართველოს პარლამენტის IX მოწვევის წევრი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2000 წელს სააქციო საზოგადოება „ქართუ ჯგუფის“ იურისტი; 2000-2006 წლებში სააქციო საზოგადოება (სს) „ბანკი ქართუს“ იურისტი; 2006-2007 წლებში სააქციო საზოგადოება „ბანკი ქართუს“ წამყვანი იურისტი; 2007-2008 წლებში იყო სააქციო საზოგადოება „ბანკი ქართუს“ საგარეო ურთიერთობათა სამმართველოს რეგულირების უფროსი იურისტი; 2008-2014 წლებში მუშაობდა სააქციო საზოგადოება „ბანკი ქართუს“ საგარეო ურთიერთობათა სამმართველოს რეგულირების განყოფილების უფროსი; 2014-2015 წლებში სააქციო საზოგადოება „ბანკი ქართუს“ იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი, მოადგილე; 2015-2016 წლებში სააქციო საზოგადოება „ბანკი ქართუს“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით (ჩაანაცვლა კახა კალაძე), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[1] მხარი დაუჭირა კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება