დავიდ მარშალი
დავიდ საულ მარშალი (ინგლ. David Saul Marshall, ებრ. דייוויד מרשל დ. 12 მარტი, 1908 — გ. 12 დეკემბერი, 1995) — სინგაპურელი პოლიტიკოსი და იურისტი. სინგაპურის პირველი მთავარი მინისტრი 1955 წლის 6 აპრილიდან 1956 წლის 7 ივნისამდე. იყო სინგაპურის მუშათა პარტიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი. თამაშობდა მნიშვნელოვან როლს მოლაპარაკებებში, რომელსაც მოჰყვა მალაიზიის დამოუკიდებლობა.
დავიდ მარშალი | |
სინგაპურის მთავარი მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
6 აპრილი, 1955 – 7 ივნისი, 1956 | |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | ლიმ იუ ჰოკი |
დაბადებული | 12 მარტი, 1908 სინგაპური |
გარდაცვლილი | 12 დეკემბერი, 1995 სინგაპური |
პოლიტიკური პარტია | სინგაპურის მუშატა პარტია (1957-1963 წწ.) |
მამა | საულ ნასიმ მარშალი |
დედა | ფლორა ეზეკიელ მარშალი |
მეუღლე | ჯან მარი გრეი |
შვილები | 4 |
განათლება | ლონდონის უნივერსიტეტი |
პროფესია | პოლიტიკოსი და დიპლომატი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადავიდ მარშალი დაიბადა სინგაპურში 1908 წელს. მისი ოჯახი ბაღდადელი ებრაელების შთამომავლები იყვნენ, რომლებიც გადმოვიდნენ ერაყიდან, ხოლო გვარი თავიდან გამოითქმოდა როგორც მაშალი, მაგრამ მოგვიანებით ინგლისურის გავლენით ეწოდათ მარშალი. მისი ძმა, ჯოზეფ საულ მარშალი გარდაიცვალა 1945 წელს სედნეიში, გაურკვეველ ვითარებაში, რომელიც შემდეგში ასოცირდებოდა ე. წ. თამამ შუდის საქმესთან.
განათლება მიიღო დიდი ბრიტანეთის საშუალო სკოლაში და გააგრძელა ლონდონის უნივერსიტეტში[1]. დაასრულა უნივერსიტეტი და მარშალი 1937 წელს მიიღეს ლონდონის ადვოკატთა კოლეგიაში. მოგვიანებით დაბრუნდა სინგაპურში, რათა მიეღო იურიდიული პრაქტიკა.
მაგრამ 1938 წელს ნაცისტური გერმანიის მიერ ჩეხოსლოვაკიის დაშლის შემდეგ მარშალი დიდი ბრიტანეთის სარეზერვო დანაყოფებში მოხალისედ ჩაეწერა. სხვა მოხალისეებთან ერთად, რომლებსაც იცნობდნენ „აზიელების“ სახელით, გააპროტესტეს, რომ მათი ხელფასი მხოლოდ „ევროპული“ მებრძოლების შტაბის ნახევარს შეადგენდა, რისთვისაც იგი დააკავა სამხედრო პოლიციამ.
1942 წლის თებერვალში მონაწილეობდა იაპონიის საიმპერატორო არმიის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში, მაგრამ ბრიტანეთის არმიის კაპიტულაციის შემდეგ იაპონელებს ტყვედ ჩაუვარდა.
სახლში დაბრუნდა ომის შემდეგ. თავისი ორატორობით მოიპოვა კარგი ადვოკატის რეპუტაცია ქალაქისა და ინგლისური მალაიის მასშტაბით.
1946-1953 წლებში, როგორც სინგაპურის ებრაელთა სოციალური დახმარების კომიტეტის თავმჯდომარემ, მან ხელი შეუწყო ებრაული საგანმანათლებლო, კულტურული და სამედიცინო დაწესებულებების ქსელის შექმნას.
პოლიტიკური კარიერა
რედაქტირება1955-1959 და 1961-1963 წლებში იყო საკანონმდებლო კრების დეპუტატი. მარშალი ხელმძღვანელობდა მემარცხენე ლეიბორისტული ფრონტს, რომელმაც მის ხელმძღვანელობით, 1955 წლის აპრილში სინგაპურის პირველი საკანონმდებლო ასამბლეის არჩევნებში გაიმარჯვა. შექმნა სამტავრობო უმცირესობა და გახდა ქვეყნის პირველი მთავარი მინისტრი და ვაჭრობის მინისტრი. იგი ხელმძღვანელობდა ხელისუფლებას, რომელიც აქტიურად ეწინააღმდეგებოდა როგორც ბრიტანეთის კოლონიური ხელისუფლებას, ისე ადგილობრივ პოლიტიკურ პარტიებს.
1956 წელს მარშალი ხელმძღვანელობდა დელეგაციას ლონდონში სინგაპურის დამოუკიდებლობის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, სადაც შეთანხმდნენ სრულ თვითმმართველობაზე, მაგრამ მოლაპარაკებები შეწყდა ინგლისელთა შრომითი არეულობისა და კომუნისტური გავლენის გამო, როდესაც დიდმა ბრიტანეთმა უარი თქვა სინგაპურის სუვერენიტეტზე, „დამოუკიდებლობის მამა“ მარშალი გადადგა თანამდებობიდან.
1957 წელს დააარსა სინგაპურის შრომის პარტია, რომელმაც სოციალისტური კურსი აირჩია და ითვლებოდა ყველაზე მემარცხენე პარტიად.
1978 წლიდან 1993 წლამდე მარშალი იყო სინგაპურის ელჩი საფრანგეთში, პორტუგალიაში, ესპანეთში და შვეიცარიაში. დიპლომატის ხარისხში იგი იცავდა სინგაპურის ინტერესებს, მიუხედავად იმისა, რომ ლი კუან იუსთან უთანხმოება ჰქონდა. 1993 წელს დიპლომატიური სამსახური დატოვა[2].
დავიდ მარშალი გარდაიცვალა 1995 წელს ონკოლოგიური დაავადებისაგან.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- David Saul Marshall. Singapore Infopedia, National Library Board (2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 March 2015.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ David Saul Marshall. Singapore Infopedia, National Library Board (2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 March 2015.
- ↑ David Marshall: Singapore's First Chief Minister. Headlines, Lifelines, AsiaOne (1998). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 February 2015.