კონსტანტინე დადიანი

(გადამისამართდა გვერდიდან დადიანი, კონსტანტინე)

კონსტანტინე ლევანის ძე დადიანი (დ. 18 ოქტომბერი, 1819, ზუგდიდი ― გ. 1889), რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1878).

კონსტანტინე დადიანი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1839 წელს პეტერბურგის პაჟთა კორპუსი. 1842-1853 წლებში მონაწილეობდა კავკასიის ომებში, უმეტესად ჩაჩნეთში. ყირიმის ომის (1853-1856) დროს, 1854 წელს კავკასიის ფრონტზე ოსმალთა წინააღმდეგ მებრძოლ სამეგრელოს მილიციას მეთაურობდა. სოფ. კოკთან ბრძოლაში მოიგერია ოსმალთა კორპუსის შეტევა. ყარსის აღების შემდეგ დადიანი თავისი მილიციით გურიის რაზმის შემადგენლობაში შევიდა და წარმატებით იბრძოდა ოსმალთა წინააღმდეგ. 1858 წლიდან იყო ალექსანდრე II-ის ფლიგელ-ადიუტანტი. 1866 წლიდან გენერალ-მაიორი რუსეთ-ოსმალეთის ომის (1877-1878) დროს მოქმედ არმიაში იყო კავკასიაში შავი ზღვის სანაპიროზე. ამ ომის შემდეგ მალე სამხედრო სამსახურიდან გადადგა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მეუნარგია ი., სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი პერიოდი და დავით დადიანი, თბ., 1939