გუსტავ ლომბარდი
გუსტავ ლომბარდი (დ. 10 აპრილი, 1895 — გ. 18 სექტემბერი, 1992) — სს-ის ბრიგადენფიურერი (გენერალი), რომელიც მოღვაწეობდა მეორე მსოფლიო ომის დროს. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი მეთაურობდა სს-ის კავალერიის მე-8 დივიზია ფლორიან გაიერს და სს-ის 31-ე მოხალისეთა გრენადურ დივიზიას. გუსტავი ასევე არის რაინდის ჯვარის ორდენის კავალერი.
გუსტავ ლომბარდი | |
---|---|
Gustav Lombard | |
დაბადების თარიღი | 10 აპრილი, 1895 |
დაბადების ადგილი | გერმანიის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 18 სექტემბერი, 1992 (97 წ.) |
გარდაცვალების ადგილი | მიულდორფი, ბავარია, გერმანია |
კუთვნილება | მესამე რაიხი |
ჯარის სახეობა | ვაფენ-სს |
სამხედრო სამსახურის წლები | 1933-1945 |
წოდება | სს-ბრიგადენფიურერი |
ბრძოლები/ომები | II მსოფლიო ომი |
ჯილდოები | რაინდის ჯვარი |
1945 წლის შემდეგ
რედაქტირება1945 წელს გუსტავი დააპატიმრეს საბჭოელებმა, ხოლო 1947 წელს მიესაჯა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა 1955 წელს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესკანცლერის კონრად ადენაუერის ამნისტია შეეხო და გაათავისუფლეს. იმავე ბრალდებით იგი გაასამართლეს გერმანიაშიც და უდანაშაულოდ სცნეს.
ლომბარდი მუშაობდა მიუნხენში, სადაზღვევო კომპანია Allianz-ში, გარდაიცვალა მიულდორფში 97 წლის ასაკში.