გუსტავო ალფრედო დე ლა ტორე ბოტარო

გუსტავო ალფრედო დე ლა ტორე ბოტარო (ესპ. Gustavo Alfredo de la Torre Botarro) — თანამედროვე ჩილელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე. ეკუთვნის ნარკვევები საქართველოს ისტორიის, კულტურისა და მწერლობის შესახებ. 1964 წელს სანტიაგო-დე-ჩილეში ესპანურ ენაზე გამოსცა ვეფხისტყაოსნის სრული პროზაული თარგმანი. თარგმანს დართული აქვს ვრცელი ნარკვევი, რომელშიც ავტორი, თავის სხვა ნაშრომების მსგავსად, ავითარებს აზრს, რომ პოემა ემყარება ძველ ქართულ მდიდარ კულტურას და გამოხატავს ეროვნულ, სახელმწიფოებრივ და სოციალურ-პოლიტიკურ იდეალებს. მისმა სტატიებმა ხელი შეუწყო ქართული კულტურის პოპულარიზებას ესპანურ ენაზე მოლაპარაკე ხალხთა ქვეყნებში. 1966 წელს სანტიაგო-დე-ჩილეში ჩატარდა შოთა რუსთაველის 800 წლისთავისადმი მიძღვნილი ზეიმი, სადაც დე ლა ტორე ბოტარო მოხსენებით გამოვიდა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება