გუსე ფანგანის დარბაზ-მაჩუბი
გუსე ფანგანის დარბაზ-მაჩუბი — არქიტექტურული ძეგლი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელში.
დარბაზ-მაჩუბი დაქანებულ რელიეფზე დგას, რამაც განაპირობა ჩრდილოეთი ფასადის პირველი სართულის და დასავლეთის ფასადის ნაწილის მიწით დაფარვა. სამხრეთი ფასადი ეზოსკენ არის მოქცეული, ხოლო აღმოსავლეთ ფასადზე ამ მომენტში ბლოკით აგებული საცხოვრებელი სახლია მიდგმული. იგი აგებულია ნატეხი ქვით კირ-დუღაბზე და ამ მომენტში გადახურვისთვის გამოყენებულია თუნუქის საბურავი. ის საკმაოდ გადაკეთებულია და ასევე მძიმე მდგომარეობაშია. გადაკეთება ყველაზე კარგად ჩანს სამხრეთ ფასადზე სადაც მთელ სიგრძეზე მიშენებებია. მეორე სართულს დარბაზის ფუნქცია შენარჩუნებული აქვს სადაც, ჩრდილოეთის ფასადიდან შევდივართ, მაგრამ პირველ სართულს დაკარგული აქვს მაჩუბის ფუნქცია. ავთენტური სახე მხოლოდ დასავლეთ კედელმა შეინარჩუნა, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. ფასადის ჩრდილოეთი მონაკვეთის კედლის კუთხე დაძრულია და მონგრევის პირასაა, სამხრეთ მონაკვეთზეც იგივე მდგომარეობაა და ასევე მრავლადაა გამჭოლი ბზარები ფასადის მთელ სიგრძეზე. გუსე ფანგანის დარბაზ-მაჩუბი დღესდღეობით საკმაოდ სახე ცვლილია, მართალია დაკარგული აქვს პირვანდელი პროპორციები აღმოსავლეთის და სახმრეთის მიშენებების გამო, მაგრამ ნაგებობა უბნის დასვალეთი კიდის ბოლო დარბაზ-მაჩუბს წამროდგენს, რომელიც ერთგვარ უბნის დამასრულებლად გვევლინება და ორგანულად ეწერება უბნის საერთო განაშენიანებაში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 36129