გურჯისგორის კოშკი

გურჯისგორის კოშკი — კოშკი მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხევისჭალის დასავლეთით 500 მ-ზე, ტყიან ბორცვზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

კოშკი (5,2 X 5,2 მ) ზურგიანია. სამსართულიანი, ზემოთკენ შევიწროებული. ნაგებია ნატეხი ქვით. წყობა ირეგულარულია. ძეგლი დაზიანებულია: III სართულის კედლები სანახევროდ დანგრეულია. ჩამონგრეულია სართულშუა გადახურვა.

კოშკში შესასვლელი II სართულზეა, სწორ კედელში, მიწის დონიდან 3 მეტრზე. კარი შიგნით სწორკუთხაა, გარედან - თაღოვანი. I სართულზე, აღმოსავლეთ კედელში, ერთი სწორკუთხა სარკმელია, სამხრეთისა და დასავლეთისაში - თითო მცირე ზომის ნიში. II სართულზე, ზურგის ნაწილში, სამი სწორკუთხა სარკმელია. გრძივ კედლებში - ორ-ორი ნიში. I სართული ხის ძელებით ყოფილა გადახურული, მეორე სართულს კი, კამაროვანი გადახურვა ჰქონია (შემორჩენილია მცირე ნაწილი). III სართულის აღმოსავლეთ კედელში ერთი სარკმელი ყოფილა.

ლიტერატურა

რედაქტირება