გურჯაანი (ტელეკომპანია)
ტელეკომპანია „გურჯაანი“ — რეგიონული ტელევიზია კახეთში მხარის ქალაქ გურჯაანში. მაუწყებლობს მე-11 არხის მეტრული დიაპაზონზე.
ისტორია
რედაქტირებამაუწყებლობს 1993 წლიდან და მისი პოტენციური აუდიტორია შეადგენს 175 000 კაცს. ტელეკომპანია კერძო, დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციაა, რომელიც აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ამჟამად ტელეკომპანიაში მუშაობს 30 თანამშრომელი, გააჩნია ახალი რადიო-სატელევიზიო აპარატურა, სამონტაჟო კაბინეტები და საეთერო სტუდია.
მაუწყებლობა
რედაქტირებატელეკომპანია გურჯაანი-ს მაუწყებლობა ყოველდღიურად იწყება დილის 8 საათზე და მთავრდება ღამის 1 საათზე. ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახური კახეთის რეგიონში განვითარებული მოვლენების შესახებ ტელემაყურებელს დღეში სამჯერ აწვდის ინფორმაციას, საჭიროების შემთხვევაში ხორციელდება პირდაპირი ჩართვები მოვლენების ეპიცენტრიდან.
სატელევიზიო ბადე ასევე შევსებულია საინფორმაციო-ანალიტიკური საავტორო გადაცემებით, გასართობი პროგრამებით, მხატვრული ფილმებითა და სარეკლამო რგოლებით.
ტელეკომპანიის პარტნიორები არიან, როგორც ადგილობრივი არასამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციები, ისე საერთაშორისო დონორები: ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF), (OSGF), (BST) The Black Sea Trust for Regional Cooperation; A Project of the German Marshal Fund და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი (EURASIA PARTNERSHIP FOUNDATION) რომელთა დახმარებით განხორციელებულმა პროექტებმაც ტელეკომპანიას მოუპოვა მაყურებელთა ნდობის მაღალი რეიტინგი. ტელეკომპანია „გურჯაანის“ საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემები ორიენტირებულია ადგილობრივი პრობლემების ანალიზზე.