გურჯაანის პაპა და შვილიშვილის ძეგლი
გურჯაანის პაპა და შვილიშვილის ძეგლი — მონუმენტური ხელოვნების ძეგლი, რომელიც დაიდგა ქალაქ გურჯაანში 1982 წელს, თავისუფლების ქუჩაზე, პატარა სკვერში (მოქანდაკე გ. ქურდიანი, არქიტექტორი პ. ქურდიანი). 2010 წელს გადაიტანეს ქალაქის ცენტრში, ე.წ. „პაპას ბაღში“.
ბრინჯაოს ქანდაკების სიმაღლეა 2,3 მ. დგას ბაზალტის ფილებით მოპირკეთებულ ოთხწახნაგა კვარცხლბეკზე (3,9 მ X 1,9 მ, სიმაღლე — 1,1 მ). პაპა ვაჟკაცური გამომეტყველების მქონე კახელი გლეხია, ახურავს კახური ქუდი, აცვია ქალამნები, წამოწოლილია და მიყრდნობილია უნაგირზე, რომლის ქვეშ ქარქაშში ჩაგებული მახვილი დევს. პაპა მის მუხლზე ჩამომჯდარ შვილიშვილს მისკენ გამოწვდილ მარჯვენა ხელის კუნთს უსინჯავს. ბიჭუნასაც კახური ქუდი ახურავს და ყურებზე ყურძნის თითო მტევანი აქვს ჩამოკიდებული.
ქანდაკების მიმდებარე ტერიტორია მოპირკეთბულია რიყის ქვით.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 48.