გურო
გურო, ნამდვილი სახელი და გვარი — ივანე (ოვანეს) ბოგდანის ძე გასპარიანი (დ. 1907, თბილისი, — გ. 9 აგვისტო, 1984, იქვე) — მხატვარ-სატირიკოსი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1965).
1924 წლიდან თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთთან („რაბოჩაია პრავდა“, „ზარია ვოსტოკა“, „პრავდა“, „ნიანგი“, „დროშა“). ქმნიდა პოლიტიკურ კარიკატურებს, მეორე მსოფლიო ომის წლებში — ანტიფაშისტურ ფურცლებსა და პლაკატებს. დაასურათა ქართველ მწერალთა ნაწარმოებები: კონსტანტინე ლორთქიფანიძის „კოლხეთის ცისკარი“, დავით ბაქრაძის „გმირთა სისხლით“ და სხვ. გააფორმა ბორის პასტერნაკის ლექსების კრებული საქართველოს შესახებ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 224.