გურანდა ჯაბუა
ქართველი თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი, დიპლომატი
გურანდა ჯაბუა (დ. 3 სექტემბერი, 1981, ზუგდიდი) — ქართველი თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი, დიპლომატი.
გურანდა ჯაბუა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 3 სექტემბერი, 1981 |
დაბადების ადგილი | ზუგდიდი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ისტორიის სპეციალობით. 2010-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გურანდა ჯაბუა — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
- გურანდა ჯაბუა — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი