გურამ ჩაგანავა
გურამ ჩაგანავა (დ. 25 დეკემბერი, 1941, უგლოვოე) — ქართველი მეცნიერი, პედაგოგი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (2000).
გურამ ჩაგანავა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 25 დეკემბერი, 1941 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1969 წელს დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული ენის, ლიტერატურისა და ინგლისური ენის ფაკულტეტი.
1981-2006 წლებში მუშაობდა ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1982 წლიდან - შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში (ახლანდელ უნივერსიტეტში). 2009 წლიდან — შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის სრული პროფესორი. 2010 წლიდან — სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგიის პროგრამული მიმართულების ხელმძღვანელი. მისი ინიციატივით რამდენიმე წელია უნივერსიტეტში მოქმედებს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა კლინიკურ ფსიქოლოგიაში. მისი რამდენიმე სტატია ეძღვნება ენათმეცნიერებისა და ისტორიის საინტერესო პრობლემატიკას. გამოსაცემად მზადდება სოციალური ფსიქოლოგიისა და კლინიკური ფსიქოლოგიის სალექციო კურსები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ეფუძნება მისივე ექსპერიმენტულ და პრაქტიკულ გამოკვლევებს. კითხულობს სალექციო კურსებს ფსიქოლოგიის სხვადასხვა დარგში, ხელმძღვანელობს სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომებს, სისტემატიურად მონაწილეობს პროფესორ-მასწავლებელთა საუნივერსიტეტო, რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონფერენციებში, რედაქტორობს პერიოდულ გამოცემას „ფსიქოლოგიური გამოკვლევები“, არის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსა და პედაგოგიკის დარგის სპეციალიზებული საბჭოს წევრი და უნივერსიტეტის ეთიკის კომისიის ხელმძღვანელი.
სადოქტორო დისერტაციის თემა — დაიცვა 1995 წელს „პროპრიაციის ფსიქოლოგიის პრობლემები“.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ნებისყოფის ფსიქოლოგიის საკითხები (რედაქტორი). ბათუმი, გამომცემლობა აჭარა, 2019, გვ. 144 — ISBN: 9789941460524
- აპროპრიაციის ფსიქოლოგიის ექსპერიმენტული საფუძვლები (ავტორი). ბათუმი, შოთა რუსთაველის სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა, 2009, გვ. 232 — ISBN: 9789941409578
- ისტორიული და სოციალური ფსიქოლოგიის აქტუალური პრობლემები (ავტორი). ბათუმი, ბათუმის უნივერსიტეტი, 2004, გვ. 255 — ISBN: 9992897015
- განწყობის ფსიქოლოგიის აქტუალური პრობლემები (ავტორი). ბათუმი, აჭარა, 2001, გვ. 224 — ISBN: 9992884975
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ჯაფარიძე ი.. თბ., 2012, გვ. 596