გურამ მისაბიშვილი

ქართველი პოლიტიკოსი

გურამ მისაბიშვილი (დ. 28 მაისი, 1954, მიხა ცხაკაია, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი პედაგოგი, პოლიტიკოსი, სოფლის მეურნეობის მუშაკი.

გურამ მისაბიშვილი
დაბადების თარიღი 28 მაისი, 1954 (1954-05-28) (70 წლის)
დაბადების ადგილი მიხა ცხაკაია, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი, საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

დაამთავრა მაქსიმ გორკის სახელობის სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი, საქართველოს კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის ხემძღვანელ მუშაკთა გადამზადების ინსტიტუტი. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (სენაკის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2011-2012 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში; 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (სენაკის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

რედაქტირება
  • 1982: მედალი „მამაცური შრომისთვის“

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება