გურამ კალანდია (დ. 14 თებერვალი, 1935, თბილისი) — ქართველი ინჟინერი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1958 წელს დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით.

1958 წლიდან მუშაობდა სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ „ხიდმშენში“ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, ტრესტის ტექნიკური განყოფილების უფროსად, მმართველის მოადგილედ, მოგვიანებით, სააქციო საზოგადოება „ხიდმშენის“ მთავარ ინჟინრად. მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა და საექსპლუატაციოდ გადაეცა ვახხუშტის სახელობის ხიდი თბილისში, სარკინიგზო ხიდები მდინარეებზე — ნატანებსა და ძირულაზე, ე. წ. „წითელი ხიდი“ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან და მრავალი სხვა. 1971-1973 წლებში. მივლინებული იყო ნეპალში ავტომაგისტრალ „ჯანაკპურ-სიმრას“ მშენებლობის უფროსად. სომხეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ პირველივე დღეებში აქტიურად ჩაერთო მაშველი რაზმის შექმნისა და ლენინაკანისა და სპიტაკის მიწისძვრის შედეგად სალიკვიდაციო სამუშაოებში.

ჯილდოები

რედაქტირება
  • ღირსების მედალი
  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია.თბ., 2017, გვ. 275-276

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება