გურამ თუშიშვილი
გურამ თუშიშვილი (დ. 5 თებერვალი, 1995, კოჯორი, საქართველო) — ქართველი ძიუდოისტი,[1] რომელიც 2018 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი +100 კგ წონით კატეგორიაში, აგრეთვე 2017 წელს ის გახდა ევროპის ჩემპიონი ამავე წონის კატეგორიაში. 2019 წლის 27 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან მიიღო ორთვიანი დისკვალიფიკაცია, რომლის ათვლაც 29 მარტიდან დაიწყო, ამის მიზეზი გახდა ის, რომ მან მიიღო მონაწილეობა კურაშის მსოფლიო ჩემპიონატზე, ხოლო სპორტსმენებს, ვინც არიან ძიუდოს საერთაშორისო რეიტინგში, ეკრძალებათ სპორტის სხვა ძალისმიერ სახეობებში მონაწილეობა.[2]
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
ეროვნება | ქართველი |
დაბ. თარიღი | 5 თებერვალი, 1995 |
დაბ. ადგილი | კოჯორი, თბილისი, საქართველო |
სიმაღლე | 193 სმ |
წონა | 115 კგ |
სპორტი | |
ქვეყანა | საქართველო |
სპორტი | ძიუდო |
მედლები
რედაქტირება- 2017
- გრანდ სლემი, ბაქო
- მსოფლიო მასტერსი, პეტერბურგი
- 2018
- გრან პრი, თბილისი
- გრან პრი, ზაგრები
- მსოფლიო მასტერსი, გუანჯოუ
- 2019
- ევროპული თამაშები, მინსკი
- 2020
- გრან სლემი დიუსელდორფი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გურამ თუშიშვილი JudoInside.com-ზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ IJF პროფილი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-26. ციტირების თარიღი: 2018-12-22.
- ↑ გურამ თუშიშვილი დისკვალიფიკაციით დაისაჯა