გურამ დავითაია
გურამ შალვას ძე დავითაია (დ. 20 სექტემბერი, 1939, ხონი — გ. 11 ნოემბერი, 2014 [1]) — ქართველი ბავშვთა ქირურგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1989), პროფესორი (1992).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის (თსსი) პედიატრიული ფაკულტეტი (1966), სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტისს ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტი (1969). 1966–1969 წლებში იყო ყაზახეთის ცელინოგრადის ოლქის, მაკინსკის რაიონის მთავარი ექიმის მოადგილე; 1969–1974 წლებში — თსსი-ის ბავშვთა ქირურგიის კათედრის თანამშრომელი, 1989–1992 წლებში — თსსი-ის სასწავლო-მეთოდური განყოფილების გამგე, 1991 წლიდან — ბავშვთა ქირურგიის კათედრის პროფესორი, 2005–2006 წლებში — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტის დეკანი, შემდეგ პედიატრიული მიმართულების ასოცირებული პროფესორია. დავითაიას სამეცნიერო შრომები ეხება ბავშვთა ქირურგიის აქტუალურ საკითხებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 270.