გურამ გურასპაშვილი
გურამ ნიკოლოზის ძე გურასპაშვილი (დ. 8 თებერვალი, 1933, თბილისი) — ქართველი მოქანდაკე, გრაფიკოსი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1976).
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1960 წელს. მისი პედაგოგები იყვნენ ნიკოლოზ კანდელაკი, შოთა მიქატაძე, ვალენტინ თოფურიძე. 1963 წლდან იქვე ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას, 1994 წლიდან — პროფესორი. სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1961 წლიდან. შექმნილი აქვს პორტრეტები და ჟანრული ხასიათის კომპოზიციები: „მოკრივე“ (1961), „ჩემპიონი“ (1962), „წყაროსთან“ (1962), „ქალიშვილის პორტრეტი“ (1965), „მწველავი“ (1967), „მოჭიდავე“ (1970), გრაფიკული სერიები: „ძველი ქართული ხუროთმოძღვრება“ (1973–74), „შორეული აღმოსავლეთი“ (1975), „ბალტიისპირეთი“ (1978) და სხვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 210.