გურამ გაბუნია
გურამ გაბუნია (დ. 5 აგვისტო, 1936) — ქართველი ექიმი, ბავშვთა ქირურგიის საზოგადოების წევრი.
გურამ გაბუნია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 6 აგვისტო, 1936 |
დაბ. ადგილი | სოფ. ბანძა (დღ. მარტვილის მუნიციპალიტეტი), საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1936 წლის 5 აგვისტოს, მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში.
1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1962-1963 წლებში იყო მარტვილის რაიონის საავადმყოფოს ქირურგი. 1966-1969 წლებში ბავშვთა ქირურგიის კათედრის ასპირანტი, ხოლო 1969 წლიდან აღნიშნული კათედრის დოცენტი.
გამოცემული აქვს 22 სამეცნიერო ნაშრომი, არის ექიმი-ქირურგი და მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
1970 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „მწვავე ჰემატოგენური ოსტეომიელიტის ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობის საკითხისათვის ბავშვთა ასაკში“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, გვ. 53, თბ., 2000.