მამუკა გურამიშვილი
ქართველი პოეტი
(გადამისამართდა გვერდიდან გურამიშვილი, მამუკა)
მამუკა გურამიშვილი — XVIII საუკუნის II ნახევრის ქართველი პოეტი. მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მწირი ცნობებია შემონახული. ყოფა-ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდი გადმოცემულია დიმიტრი სააკაძის ლექსებში, მისი თხზულებები კი გიორგი ავალიშვილმა შემოგვინახა.
მამუკა გურამიშვილი | |
---|---|
საქმიანობა | პოეტი |
პერიოდი | XVIII საუკუნე |
ცხოვრობდა მოსკოვსა და პეტერბურგში. გარდაიცვალა მოსკოვში (პრესნიაში). დაახლოებული იყო ვახტანგ VI-ის წრესთან და ემიგრანტ მწერლებთან — დიმიტრი სააკაძესთან, დიმიტრი ბაგრატიონთან, დ. გურამიშვილის მიბაძვით გურამიშვილმა შეთხზა ვრცელი ლექსი "მზეთა-მზე". მასვე ეკუთვნის მირიან და დიმიტრი ბატონიშვილებისადმი მიძღვნილი ლექსები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1966;
- მიქაძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 209.