გურამიშვილები
კახეთის თავადური საგვარეულო, ამილახვრების განშტოება.
გურამიშვილები — თავადური საგვარეულო კახეთში, ზედგენიძეების ერთ-ერთი განშტოება. დოკუმენტური ცნობები მათ შესახებ შემონახულია XVI საუკუნიდან, ამავე საუკუნის ბოლოსათვის გურამიშვილებმა შექმნეს სათავადო.
XVIII საუკუნის დასასრულისათვის გურამიშვილების გვარი რამდენიმე განაყოფისაგან შედგებოდა. მათ მამულები უმთავრესად ავჭალის, საგურამოსა და წიწამურის მიდამოებში იყო. გურამიშვილების საგვარეულოდან გამოვიდა ქართული კულტურის არაერთი მოღვაწე, მ. შ. პოეტები დავით გურამიშვილი და მამუკა გურამიშვილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- აკოფაშვილი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 207.