სერგო გუნია
(გადამისამართდა გვერდიდან გუნია, სერგო)
სერგო უშანგის ძე გუნია (დ. 13 აპრილი, 1907, სოფ. ზანათი, ახლანდ. აბაშის მუნიციპალიტეტი, — გ. 4 მაისი, 1977, თბილისი) — ქართველი გეოფიზიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი (1963), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტი 1932 წელს. 1932-1962 წლებში მუშაობდა თბილისის გეოფიზიკურ ობსერვატორიაში, ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიურ ინსტიტუტში. 1962-1977 წლებში იყო საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ფიზიკის კათედრის გამგე. იკვლევდა ატმოსფერული ფიზიკის საკითხებს. მის მიერ დამუშავებულ ელჭექის პროგნოზის მეთოდს იყენებენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ჰიდრომეტეროლოგიური სამსახურების ოპერატიულ ქსელში.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ფიზიკის სალექციო კურსი, ნაწ. 3, თბ., 1972 (თანაავტ. ბ. გურგენიძე);
- Грозовые процессы в условиях Закавказья, Л., 1960;
- Учет гор и трения в двухуровенной модели для прогноза метеорологических элементов в условиях Кавказа, «Труды Закавказского н.-и. гидрометеорологического ин-та», 1965, в.19 (25) (თანაავტ. В.П. Садоков).
ლიტერატურა
რედაქტირება- ცქვიტინიძე ზ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 206.