გუნდენასოფლარი საქართველოში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირის მაღალ მთიანეთში, ტბის პირას (41°27′24″ ჩ. გ. 43°11′49″ ა. გ. / 41.45667° ჩ. გ. 43.19694° ა. გ. / 41.45667; 43.19694).

მის მახლობლად დგას ერთნავიანი ეკლესია. ძეგლი საგრძნობლად დაზიანებულია. ეკლესიის თავისებურებას წარმოადგენს აღმოსავლეთით შვერილი ნახევარწრიული აფსიდა და დასავლეთით — ნართექსი. ძეგლის გართულებული სტრუქტურა უშუალოდ ერთნავიანი ეკლესიის ფუნქციის გაფართოებასთანაა დაკავშირებული. ეკლესია შიგნით და გარედან ნაგებია სწორ რიგებად ნაწყობი, საშუალო ზომის, უხეშად დამუშავებული ბაზალტის ქვებით, ხოლო ფასადის კუთხეებში სუფთად გათლილი მსხვილი ბლოკებია გამოყენებული. გადახურულია კამარით. კონსტრუქციული ელემენტები — სატრიუმფო და საბჯენი თაღები, პილასტრები და სხვ. სუფთად გათლილი ქვიშაქვის ბლოკებითაა ამოყვანილი. შესასვლელი ორია — სამხრეთისა და დასავლეთისა. ფასადები სადაა, მოურთველი, მხოლოდ სამხრეთის კარის არქიტრავს ამკობს წრეში ჩასმული ბოლოებგაფართოებული ე. წ. ბოლნური ტიპის ჯვრის გამოსახულება. ნიკოლოზ ჩუბინაშვილი ძეგლს V საუკუნის II ნახევრით – VI საუკუნის I ნახევრით ათარიღებს, ირინე ელიზბარაშვილი — VIII-IX საუკუნეებით.

ნამოსახლარის განაპირას ეკლესიის მიმართულებით მდებარეობს ნახევრად მიწაში ჩასმული აკლდამა. აკლდამის შესასვლელი კარგად არის შემორჩენილი, შიგნიდან კი მიწით არის ნაწილობრივ ამოვსებული. კედლებში გამოყენებულია საკმაოდ დიდი ზომის თლილი ლოდები, ხოლო სახურავისთვის მცირე ზომის ქვის ფილები, რომლებიც საერთო ჯამში თაღს ქმნიან.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Тодриа Т., Чубинашвили Н., Шашианис Самеба, Тб., 1988;
  • ჯავახეთი. ისტორიულ-ხუროთმოძღვრული გზამკვლევი, თბ., 2000;
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
  • გუნდეს ეკლესია //მირიჯანაშვილი ი. ჯავახეთის დარბაზული ეკლესიები.-თბ.,2009.-გვ.57-66.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 12087
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17547