გულიკო საკანდელიძე
გულიკო საკანდელიძე (დ. 2 თებერვალი, 1939, ქუთაისი) — ქართველი ექიმი მიკრობიოლოგ–იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი.
გულიკო საკანდელიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 2 თებერვალი, 1939 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1958 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1960–1977 წლებში მუშაობდა თბილისის საკავშირო ვაქცინებისა და შრატების სამეცნიერო კვლევითი უნივერსიტეტის უმცროს, შემდეგ უფროს მეცნიერ–თანამშრომლად; 1977 წლიდან თბილისის ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი უნივერსიტეტის ბაქტერიოლოგიის და იმუნოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელად. ავტორია 124 სამეცნიერო ნაშრომის. ხელმძღვანელობს ლაბორატორიის სამეცნიერო შრომებს და პრაქტიკულ მუშაობას.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — დაიცვა 1971 წელს „პროტეუსის გვარის მიკრობების მიმართ, ანტიბიოტიკებისა და ჰომოგენური ფაგების შედარებითი ეფექტურობის დადგენის საკითხისათვის in vitro -in vivo“.
სადოქტორო დისერტაციის თემა — დაიცვა 1990 წელს „ანთებითი პროცესების კომბინირებული ანტიბაქტერიალური მკურნალობა“.
ორგანიზაციის წევრი
რედაქტირება- მეან–გინეკოლოგთა საზოგადოება, წევრი
- მიკრობიოლოგთა საზოგადოება, წევრი
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000 გვ. 246