გულიკო ლიპარტელიანი
გულიკო ლიპარტელიანი (დ. 18 ივნისი, 1939, თბილისი) — ქართველი გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი, გეოგრაფიის დოქტორი.
გულიკო ლიპარტელიანი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 18 ივნისი, 1939 (85 წლის) |
დაბ. ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა | საქართველო |
საქმიანობა | პედაგოგი, მეცნიერი, გეოგრაფი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით.
1962-1964 წლებში მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეგორაფიის ინსტიტუტში ლაბორანტად. იქვე, 1964-1968 წლებში ასპირანტურის კურსი გაიარა ეკონომიკური კარტოგრაფიის სპეციალობით. 1968 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე ეკონომიკური გეოგრაფიის, ხოლო 1973 წლიდან კარტოგრაფია-გეოდეზიის კათედრის ასისტენად, კათედრის გამგის მოადგლედ და დოცენტად. პარალელურად, 1980-2002 წლებში სახელმწიფო საგეგმო კომიტეტთან არსებული ეკონომიკური და სოციალური პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (ამჟამად ვ. მელიქიძის სახელობის სოციალურ-ეკონომიკური და რეგიონული პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი) სოციალური და ეკონომიკური კარტოგრაფირების სექტორის გამგე და წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი. 2006-2014 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტი, პროფესორი. 2011-2014 წლებში თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი, კარტოგრაფიისა და გეოინფორმატიკის დეპარტამენტი, პროფესორი. 2013 წლიდან კარტოგრაფია- გეოინფორმატიკის ლაბორატორიის განყოფილების ხელმძღვანელი, უფროსი მეცნიერი.
არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. მისი მეცნიერული მუშაობის სფეროა თემატური კარტოგრაფია: ცალკეული თემატური რუკების, რუკათა სერიების და კომპლექსური რეგიონული ატლასების შედგენა. ამ საკითხებს ეძღვნება 30-მდე ეკონომიკური და სოციალური შინაარსის ატლასი, რუკათა სერია და რუკა. „საქართველოს ატლასში“ (1964) დაიბეჭდა მის მიერ შედგენილი რამდენიმე რუკა. აგრეთვე შედგენილი აქვს კახეთის რეგიონის, ცალკეული ადმინისტრაციული რაიონების რუკათა სერიები სოციალიური და ეკონომიკური განვითარების პროგრამათა საფუძველზე, საქართველოს რეგიონების მრეწველობის და მოსახლეობის რუკები, პირველი თემატური დასაკეცი რუკა-ბუკლეტები — „ქართული ჩაი“, „ქართული ღვინო“. დაამუშავა საქართევლოს „წითელი წიგნის“ კარტოგრაფიული უზრუნველყოფის ახალი მეთოდიკა და შეადგინა მცენარეული საფარისა და ცხოველთა სამყაროს კომპლექსური რუკები. მუშაობს სასკოლო გეოგრაფიაში კარტოგრაფირების მეთოდების უფრო აქტიური გამოყენებისათვის, რაც აისახა საშუალო სკოლების VIII-IX კლასების საქართველოს გეოგრაფიის სამუშაო რვეულებში (გამოდის 2000 წლიდან). ქართულიდან რუსულ ენაზე თარგმნა IX კლასის სახელმძღვანელო - „სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური გეოგრაფია“ (2002). გეოგრაფიის დოქტორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — „საქართველოს სსრ აღმოსავლეთ (კახეთის) ეკონომიკური რაიონის კომპლექსური რეგიონალური კარტოგრაფირება სოფლის მეურნეობის მიზნებისათვის“, დაიცვა 1979 წელს.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- საქართველოს რეგიონების კარტოგრაფირება : კონცეფცია და მეთოდოლოგია (თანაავტორი) // საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების შრომები. N1 (XIX). თბ., 2018 გვ. 70-80
- საქართველოს გეოგრაფიული ატლასი (შემდგენელი). თბ., პალიტრა L, 2018 გვ. 184 ISBN 9789941249846
- გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი (თანაავტორი). თბ., უნივერსალი, 2012 გვ. 250 ISBN 9789941175879
ლიტერატურა
რედაქტირება- წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003 გვ. 172; geography.tsu.ge