გიულბაჰარ ხათუნი

(გადამისამართდა გვერდიდან გულბაჰარ ხათუნი)

გიულბაჰარ ხათუნი (14531510) — ოსმალეთის სულთნის ბაიაზიდ II-ის მეექვსე ცოლი.

გიულბაჰარ ხათუნი
მშობლიური სახელი Gülbahar Hatun
დაბადების სახელი აიშე
დაბადების თარიღი 1453
ტრაპიზონი, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1510
ტრაპიზონი, ოსმალეთის იმპერია
მეუღლე(ები) ბაიაზიდ II
შვილ(ებ)ი სელიმ I
მშობლები მამა: აბდუსამედი

ბიოგრაფია

რედაქტირება

გიულბაჰარ ხათუნი დაიბადა 1453 წელს ტრაპიზონში. დაბადების სახელი — აიშე. მამის სახელი — აბდუსამედი

1465 წელს გულბაჰარ ხათუნს და ბაიაზიდ II შეეძინათ შეჰზადე სელიმი.

გიულბაჰარ-ხათუნი გარდაცივალა 1510 წელს, მაშინ, როდესაც სელიმი ტრაპიზონის გუბერნატორი იყო. 1514 წელს სულთან სელიმმა ტრაპიზონში ააშენა ხათუნიეს მეჩეთი, დედამისის ხსოვნისთვის[1]. ეს მეჩეთი ითვლება პირველ ისლამურ მეჩეთად ტრაპიზონში.

დავა დედობის შესახებ

რედაქტირება

ზოგი მკვლევარი თვლის, რომ სელიმ იავუზ I-ის დედა ბაიაზიდ II-ის მეშვიდე ცოლი - აიშე-ხათუნი [2] [3] იყო, თუმცა ისტორიკოსების უმრავლესობა მაინც გიულბაჰარ ხათუნის[4] დედობას ემხრობა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Gülbahar Hatun Camii. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-30. ციტირების თარიღი: 2014-07-04.
  2. Yavuz Sultan Selim Han. Republic of Turkey Ministry of Culture and Tourism. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-04-17. ციტირების თარიღი: 2009-02-06.
  3. Mother Of Yavuz Sultan Selim. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-08.
  4. Yavuz Bahadıroğlu, Resimli Osmanlı Tarihi, Nesil Yayınları (Ottoman History with Illustrations, Nesil Publications), 15th Ed., 2009, page 157, ISBN 978-975-269-299-2