გულბათ გრიგოლის ძე ტორაძე (დ. 14 ოქტომბერი, 1928, თბილისი, — გ. 17 ოქტომბერი, 2018, იქვე) — ქართველი მუსიკათმცოდნე, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967), თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ემერიტუს-პროფესორი.

დაიბადა რუსეთის არმიის ყოფილი პორუჩიკის გრიგოლ ტორაძის და მერი ჭავჭავაძის ოჯახში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1950) და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის ისტორიის განყოფილება (1952). 1952–1953 წლებში ასწავლიდა საქართველოს სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, 1953 წლიდან — თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1973–1976 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1976 წლიდან იყო კონსერვატორიის მუსიკის ისტორიის კათედრის გამგე. 1976 წლიდან იყო ქართული ენციკლოპედიის რედაქციის მუსიკის სექციის თავმჯდომარე, 1968–1973 და 1992–1995 წლებში — საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი. 1953 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო და კრიტიკულ-პუბლიცისტურ მოღვაწეობას. მიღებული ჰქონდა ღირსების ორდენი (1999) და საქართველოს კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ (2016).

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ქართული მუსიკა საუკუნის გადასახედიდან (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1998. - 204გვ.. - ISBN: 999-28-51-04-X
  • ნიკოლოზ გუდიაშვილი : რჩეული ნაწარმოებების ბიბლიოგრაფია (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1990. - 19გვ.
  • ქართული მუსიკის ისტორია : წ. 1. დამხმ. სახელმძღვ. კონსერვატორიის სტუდენტებისათვის (შემდგენელი). - თბილისი, განათლება, 1990. - 302გვ.
  • ქართული ფეხბურთის დიდოსტატები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1987. - 70გვ.
  • ანასტასია ვირსალაძე : მონოგრაფია (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1981. - 191გვ.
  • მუსიკალურ გზაჯვარედინებზე (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1979. - 67გვ.
  • Композиторы Грузии (ავტორი). - Тбилиси, Мерани, 1968. - 132с.
  • იონა ტუსკია : მონოგრაფია (ავტორი). - თბილისი, საქ. მუსფონდის გამომცემლობა, 1962. - 73გვ.
  • Симфонические произведения "Звиадаури" и "Миндиа" Шалвы Мшвелидзе. (ავტორი). - Москва, Музгиз, 1958. - 51с.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება