გულანი (A-30)
გულანი (A-30) — XVII საუკუნის ქართული ხელნაწერი წიგნი, გულანი — ორიგინალური ქართული კრებული, რომელიც ყველა საღვთისმსახურო ხელნაწერს შეიცავს. ეკლესიაში იკითხებოდა მთელი წლის განმავლობაში. ეს ხელნაწერი გადაწერილია 1681 წელს, კათალიკოს ნიკოლოზ ამილახვრიშვილის დაკვეთით. გადამწერები არიან მიქაელი, საბა და აბელი.
საწერ მასალად გამოყენებულია ქაღალდი. შეიცავს 345 ფურცელს, რომელთა ზომებია 35X24 სანტიმეტრი. ნაწერია ნუსხური დამწერლობით, ყავისფერი მელნით. საზედაო ასოები და სათაურები შესრულებულია მთავრულითა და სინგურით.
ხელნაწერი მოხატულია, ტექსტისა და ხელნაწერის კიდეებზე უხვადაა წმინდათა გამოსახულებები, ასევე სცენები ცნობილი საუფლო დრესასწაულებიდან.
გულანის ეს ხელნაწერი დღეს საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის A ფონდშია დაცული (A-30).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012, გვ. 90